Europe-Bet.com

ლორენტე: “ჩვენი წარმატებები ბიელსას დამსახურებაა”

ფერნანდო ლორენტე

ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი ფერნანდო ლორენტე კლუბის წარმატებებს მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას უკავშირებს.

“ბიელსა მეტად მომთხოვნი მწვრთნელია. ის თავის მოთამაშეებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ბიელსა გუნდში დიდ სამუშაობს სწევს. სწორედ მისი სამწვრთნელო ნიჭის დამსახურებაა ჩვენი წარმატებები”, – საუბრობს ლორენტე.

“გავიხსენოთ, როგორ ვთამაშობდით გასულ სეზონში. ბიელსამ ძალიან მოკლე დროში შეძლო კლუბის უფრო მაღალ დონეზე აყვანა”, – დაამატა ბასკმა თავდამსხმელმა.

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი

Comments



დატოვე კომენტარი

თქვენი Email არ გამოჩნდება საიტზე. საჭირო უჯრები აღნიშნულია *

*
*

ტეგები: ,

ავტორი: ბექა დოგრაშვილი