WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (255990) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

19-წლამდელებმა თურქეთს სძლიეს

თარიღი: ივნისი 3, 2015

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებზე თბილისური ელიტრაუნდის უკანასკნელი, მესამე ტურის მატჩები შედგა. მთავარ არენაზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს და თურქეთის 19 წლამდეთა ნაკრებები წარსდგნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გოლის გატანის შანსი თურქებსაც და ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ. თუმცა, ნომინალური მასპინძლების მცდელობები გაცილებით მეტ ხიფათს შეიცავდა. პირველი რეალური მომენტი თურქებმა 23-ე წუთზე შემქნეს, თუმცა ოკუტანის დარტყმა ლამაზ ნახტომში გოშაძემ მოიგერია. 41-ე წუთზე კი მეკარემ საქართველოს ნაკრების გადარჩენა ვერ შეძლო. ზედიზედ რამდენიმე დარტყმის შემდეგ გოლი ჩენგიზ იუნდერმა გაიტანა.

მეორე ნახევარი ქართველებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. გიორგი დევდარიანმა ცვლილებებს მიმართა, რამაც გაამართლა. მოედანზე შემოსულმა რომან ჭანტურიამ და გიორგი თევზაძემ მეტოქის კარს აქტიურად შეუტიეს, რაც 57-ე წუთზე სწორედ თევზაძის ლამაზი გოლით დასრულდა.

ანგარიშით გათანაბრებით ქართველბი არ დაკმაყოფილდნენ და შემტევი ფეხბურთის თამაში განაგრძეს. თუმცა, დევდარიანის შეგირდები ბევრს ცდებოდნენ და თურქებს რამდენჯერმე გოლის გატანის შანსიც მისცეს. საბედნიეროდ, მეტოქემ ამ შესაძლელბობით ვერ ისარგებლა, საქართველოს ნაკრებმა კი 87-ე წუთზე მეორე, გამარჯვების გოლის გატანა შეძლო. მეტოქის საჯარიმოში რომან ჭანტურიამ და გურამ გოშთელიანმა კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც “საბურტალოს” შემტევის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ამრიგად, ტურნირის დასკვნით ტურში ქართველებმა პირველ გამარჯვება მოიპოვეს და 3 ქულით გათამაშება მესამე პოზიციაზე დაასრულეს.

თურქეთი 1-2 საქართველო

გოლები: ჩენგიზ იუნდერი 41′ (1:0); თევზაძე 57′ (1:1); გოშთელიანი 87′ (1:2)

თურქეთი: ჩაკირი, ჩელიკი, სოიუნჩუ, ერდოღანი, ოკუტანი (ილდირიმი 66′), ჩამოღლუ (სიველეკი 68′), კიოსე (ტაში 90′), პოლატი, აიტემური, იუნდერი, ჰუმეტი.

მთავარი მწვრთნელი: ვედატ ინსეფე

საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი (ჭანტურია 46′), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, კერძევაძე, გოშთელიანი, ბერიძე (დუმბაძე 75′), კვირკვია (თევზაძე 52′)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები



მსგავსი სიახლეები