21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია – საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართული უეფას 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მონაწილე ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდასთან კალენდრის შესადგენად დასხდნენ.
რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.
2015 წელი
3 ივნისი: სან-მარინო – საქართველო
3 სექტემბერი: ხორვატია – საქართველო
7 ოქტომბერი: საქართველო – ესპანეთი
13 ოქტომბერი: საქართველო- ესტონეთი
13 ნოემბერი: ესპანეთი – საქართველო
17 ნოემბერი: საქართველო – შვედეთი
2016 წელი
23 მარტი: საქართველო – სან-მარინო
ივნისი: შვედეთი – საქართველო
1 სექტემბერი: ესტონეთი – საქართველო
6 სექტემბერი: საქართველო – ხორვატია
რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები – ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი – დავით გვარამაძე.
სფფ-ის პრესსამსახური