ირაკლი სირბილაძე: ”ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება საქართველოს ჩემპიონატში”
საქართველოს ფარგლებს გარეთ, მრავალი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ზოგი წარმატებით, ზოგიც წარუმატებლად. ირაკლი სირბილაძე, ფინეთის ჩემპიონატში, ”ინტერ ტურკუში” ასპარეზობს. ჩვენ მას ფინეთში დავუკავშირდით და მიკრო-ინტერვიუზე დავითანხმეთ.
– რომელ გუნდში დაიწყო თქვენი კაირერა?
– ჩემი კარიერა ”ნორჩი დინამოდან” დაიწყო და პირველი მწვრთნელი ალექსანდრე ვაშაკიძე იყო.
– გახსოვთ პირველი ოფიციალური შეხვედრა როდის ჩაატარეთ?
– კი, მახსოვს: ”ნორჩი დინამოში”, როდესაც 1 წლით მთავარ გუნდში გადამიყვანეს მაშინ თავდამსხმელად რეზო გოცირიძე თამაშობდა და მეორე ტაიმში მის მაგივრად შევედი მოედანზე. იმ მატჩში, 1 გოლი გავიტანე და 2 საგოლე გადაცემა გავაკეთე.
– რას იტყვით ”ინტერში” არსებულ სიტუაციაზე?
– გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებს სათანადო ყურადღებას გვაქცევენ. სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატში კარგი შედეგით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ გუნდი ფინეთის თასის ფინალშია გასული და ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
– ცხოვრებაში რა გაძლევთ სტიმულს?
– ჩემი ოჯახი და მეგორები. მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.
– თქვენს პოზიციაზე, თანამედროვე ფეხბურთიდან ვის გამოარჩევდით?
– ზლატან იბრაჰიმოვიჩს.
– თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელ გოლს გამოარჩევდით?
– როდესაც ფინეთის უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ვითამაშე, მაშინ ”ჯაროს” ღირსებას ვიცავდი და ქვეყნის ჩემპიონს, ჰჯკ-ს ვეთამაშებოდით, რომელიც ახლა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ის თამაში 1-0 მოვიგეთ და იმ ერთადერთი გოლის ავტორი მე ვიყავი.
– საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობას რას დააბრალებდით?
– არ ვიცი. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვის უნდა გამოუძახოს და ვის არა. ალბათ ასე თვლის საჭიროდ და ამიტომ არ მიძახებს.
– რა მიზნები გაქვთ ”ინტერთან” ერთად?
– ამ სეზონში ფინეთის თასის მოგება, მომდევნო წელს კი ყვეყნის ჩემპიონობა და კვლავ ფინეთის თასის მოგება.
– და ბოლოს, ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენი მოსაზრება საქართველოს ჩემპიონატში არსებულ კორუფციულ მატჩებსა და მსაჯების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
– ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ეს, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს ვნებს და საბოლოოდ ამ ყველაფერს ფეხბურთელებიც ეწირებიან.