ჯანო ანანიძეს ოპერაცია გაუკეთეს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთეს.
ქართველმა ფეხბურთელმა ოპერაცია ფინეთის ქალაქ ტურკუში, სამშაბათს გაიკეთა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. ხუთშაბათს ანანიძე მოსკოვში დაბრუნდება. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სამი მატჩი ჩაატარა.