WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (236460) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ალავერდაშვილმა პოლონური ექსტრაკლასას გუნდთან გააფორმა კონტრაქტი

თარიღი: თებერვალი 17, 2015

რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი შემტევი, გიორგი ალავერდაშვილი, კარიერას პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოთამაშე პოლონურ “გურნიკთან” ერთად ემზადებოდა, თუმცა ამ გუნდთან კონტრაქტი არ გაფორმდა. გადაწყვეტილია, რომ 27 წლის ფეხბურთელი ბიდგოშჩის “ზავიშაში” ითამაშებს, რომელიც  10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

“კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესიდან გავვარდებით ხელშეკრულება შეწყდება. ექსტრაკლასაში ადგილის შესანარცუნებლად შანსები გვაქვს. 10 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც გუნდები გაიყოფიან, ქულები განახევრდება და კიდევ 7 ტურს ვითამაშებთ. რთული მატჩები გველის, თუმცა წარმატების რომ არ მჯეროდეს აქ არც მოვიდოდი. “ლეგიასთან”, “ვისლასთან” და “ლეხიასთან” სტუმრად ვთამაშობდთ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. აღსანიშნავია, რომ გუნდი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა და 12 ახალწვეული ვართ” – განაცხადა ალავერდაშვილმა Fanebi.com-თან საუბრისას.



მსგავსი სიახლეები