არაბიძემ „ალექსანდრიას“ 19-წლამდელებს გაუტანა
უკრაინის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გათამაშების მე-17 ტურში დონეცკის „შახტარმა“ „ალექსანდრიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 მოუგო.
პირველი გოლი „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი არაბიძემ გაიტანა, რომელმაც 39-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. სათქმელია, რომ გიორგიმ წვლილი მეორე გოლის გატანაშიც შეიტანა – ოთხ წუთში მისი დარტყმული „ალექსანდრიას“ მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე არტურ ავაგიმიანმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შემდეგ მატჩს „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.