არბელოამ რონალდუს რეაქციაზე ისაუბრა
“რეალის” მცველმა, ალვარო არბელოამ მისი გოლის ეპიზოდში კრიშტიანუ რონალდუს რეაქციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ალმერიასთან” მოგებულ შეხვედრაში ჩიჩარიტოს პასის შემდეგ არბელოამ რონალდუს დაასწრო და გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც პორტუგალიელმა უკმაყოფილება გამოხატა.
“კრიშტიანუს ჟესტების გამო გულდაწყვეტილი არ ვარ. გაბრაზება მისთვის ნორმალურია. გოლების გატანა მისი მთავარი მიზანია და გუშინდელ შეხვედრაში მან ამის გაკეთება ვერ შეძლო. რონალდუ საუკეთესო ბობმარდირის ტიტულისთვის იბრძვის. ამ საქმეში მას მთელი გუნდი ვეხმარებით.
მე კი გოლები საკმაოდ იშვიათად გამაქვს, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ბედნიერი ვარ, რომ გატანა შევძელი ისეთ მატჩში, რომელიც მოსალოდნლეზე რთული აღმოჩნდა. შემდეგი გაჩერება სევილიაა, სადაც ბრძოლას გავაგრძელებთ” – განაცხადა 32 წლის მცველმა.