ბალოტელი დაშავდა
Friday, 03.12.2010, 01:56am
"ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მუხლის ტრავმა მიიღო და "კატანიასთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს, ამის შესახებ goal.com იტყობინება. ფეხბურთელი უკანასკნელ ვარჯიშზე დაშავდა და ექიმების განცხადებით, უქმობა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი. გარდა ამისა, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შანსია ბალოტელის "ჩელსისთან" მომავალ კვირაში გასამართი მატჩის გამოტოვებაც მოუწიოს. გუნდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
|
|
 |
მაურინიო პერესის ახალი ფავორიტია
Friday, 03.12.2010, 01:52am
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "რეალის" მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის რომ გადაყენების საფრთხე დაემუქრებოდა, ეს აშკარა იყო და აი, დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელთა პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ახალ ფავორიტს პორტუგალიელი ჟოზე მაურინიო წარმოადგენს. ესპანური მედიის ინფორმაციით, პერესი სულ მალე მილანში ჩავა და ჟოზეს აგენტთან ახალი სეზონიდან "სამეფო კლუბში" მისი შესაძლო გადაბარგების თაობაზე მოლაპარაკებს დაიწყებს.
|
|
 |
"მანჩესტერს" აზიელი პარტნიორი ჰყავს
Friday, 03.12.2010, 01:42am
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მალაიზიურ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეკომ მალაიზიასთან" გრძელვადიანი სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა.
|
|
 |
ევროპის ლიგა, ვიდეომასალა
Friday, 03.12.2010, 12:54am
გთავაზობთ ევროპის ლიგის დღეს გამართული მატჩების ვიდეომასალას
|
|
 |
იოვეტიჩი:"მარცხი ვერ გაგვტეხავს"
Thursday, 03.11.2010, 11:37pm
"ფიორენტინას" ახალგაზრდა ფორვარდი ძალიან კარგ ფორმაშია, საკუთარი კლასი იოვეტიჩმა მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩშიც მშვენივრად დაამტკიცა, ბოსნიელმა ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვარსკვლავმა "ვიოლას" შემდგომ ეტაპზე გაყვანა ვერ მოახერხა მან ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რომ ფეხბურთის ახალი, ამომავალი კაშკაშა ვარსკვლავია.
|
|
 |
ჭანტურიას დუბლი(ვიდეომასალა)
Thursday, 03.11.2010, 08:46pm
''ბარსელონას'' ხუვენიელ B-ში მოასპარეზე
ქართველმა ტალანტმა, გასულ უქმეებზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.მისი
გუნდი "კორნელიას'' B-ს დაუპირისპირდა და სოლიდური ანგარიშით 4-1
გაიმარჯვა.
ჭანტურია, როგორც ყოველთვის ,კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობაში
გახლდათ და ორი გოლიც გაიტანა. ყველაზე საინტერესოა ისაა,რომ ''ბარსა''
თავიდან 0-1 მარცხდებოდა ,თუმცა ქართველი ტალანტის ორმა გოლმა ყველაფერი
თავის ადგილზე დააყენა. მან ჯერ გაათანაბრა ,ხოლო შემდეგ დააწინაურა კიდეც
საკუთარი გუნდი.
ჭანტურია ,რომელიც ამ მატჩში ცენტრფორვარდად ირჯებოდა ,მატჩის მიწურულს
შეცვალეს.
|
|
 |
Page 1/526: [1] 2 3 4 5 6 7 ... || »
|