|
|
|
აფრიკის თასზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა
Sunday, 01.24.2010, 09:33pm
აფრიკის თასზე დღეს ორი ნახევარფინალისტი გაირკვა, განამ შეხვედრის დასაწყისშივე გატანილი გოლით მასპინძელი ანგოლის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას, ალჟირმა კი უაღრესად დრამატულ მატჩში დამატებით დროში სძლია კოტ დიუარს. არადა არაბებმა ანგარიში შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაათანაბრეს. გთავაზობთ მატჩების სტატისტიკას, ვიდეომასალის ხილვა კი ტრადიციულად დღევანდელი დღის შემაჯამებელ სტატიაში შეგიძლიათ http://fanebi.com/article/videos/matchgoal/8434/
|
|
 |
18 იანვარი, აფრიკის თასი (ვიდეომასალა)
Tuesday, 01.19.2010, 12:38am
დღეს აფრიკის თასზე ორი შეხვედრა გაიმართა, მალის ნაკრებმა მალავის 3:1 სძლია, ანგოლისა და ალჟირის შეხვედრა კი ფრედ, 0:0 დასრულდა. გთავაზობთ ორივე მატჩის ვიდეომასალას, მთლიანი ჩანაწერების გადმოწერა კი სულ მალე ჩვენი ფორუმიდან შეგეძლებათ http://forum.fanebi.com/index.php?showtopic=6088
|
|
 |
ესიენისათვის აფრიკის თასი დასრულდა
Monday, 01.18.2010, 07:57pm
ლონდონის "ჩელსისა" და განის ნაკრების ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის ტრამვა მიიღო, რის გამოც აფრიკის თასის გათამაშება მისთვის უკვე დასრულდა.
|
|
 |
ეგვიპტის 13 წაუგებელი და 1/4 ფინალი (ვიდეო მასალა)
Sunday, 01.17.2010, 08:38am
გუშინ აფრიკის თასის გათამაშების მეორე ტურის მატჩები გაიმართა C ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ეგვიპტე – მოზამბიკი და ნიგერია – ბენინი დაუპირისპირდნენ. ეგვიპტე მატჩის უპირობო ფავორიტი იყო და ეს სტატუსი ჩინებულად გაამართლა. ჩრდილოეთ აფრიკელებმა მოზამბიკი 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ აფრიკის თასზე ეგვიპტელებისთვის მე–13 წაუგებელი მატჩი გამოდგა, რაც ძალზედ შთანბეჭდავია. გამარჯვება იზეიმა ნიგერიამაც. მან მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა ბენინი. ჯგუფში პირველ ადგილზე 6 ქულით ეგვიპტე იმყოფება, რომელმაც ერთი ტურით ადრე გაინაღდა 1/4 ფინალური საგზური, მეორე ადგილზე სამი ქულით ნიგერია, ბენინსა და მოზამბიკს კი თითო–თითო ქულა გააჩნიათ.
|
|
 |
აფრიკის თასი. კოტ დიუარი 3-1 განა
Saturday, 01.16.2010, 12:20am
რამდენიმე წუთის წინ აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის დღეს დაგეგმილი ერთადერთი მატჩი დასრულდა, კოტ დიუარმა განას 3-1 მოუგო და ტურნირის ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა. აღსანიშნავია, რომ მინიმალური სხვაობით დაწინაურების შემდეგ სპილოს ძვლის კუნძულელები ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ, თუმცა არცთუ ისე სუსტი მეტოქე კიდევ ორჯერ დაამწუხრეს და ერთადერთი გოლი მხოლოდ მეორე დამატებით წუთზე გაუშვეს. გთავაზობთ შეხვედრის სტატისტიკასა და ვიდეომასალას, რამდენიმე წუთში კი ჩვენს ფორუმზე მატჩის სრულ ჩანაწერსაც იხილავთ
|
|
 |
მოზამბიკმა და ბენინმა ქულები გაიყვეს
Wednesday, 01.13.2010, 12:19am
რამდენიმე წუთის წინ აფრიკის 2010 წლის ერთა თასის პირველი ტური C ჯგუფშიც დასრულდა, მოზამბიკისა და ბენინის ნაკრებებმა ფრედ, 2-2 ითამაშეს და საწყისი ტურის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. გთავაზობთ შეხვედრის სტატისტიკასა და ვიდეომასალას, სულ ცოტა ხანში კი ჩვენს ფორუმზე ტრადიციულად მისი სრული ჩანაწერიც დაემატება.
|
|
 |
|
|
|
|
|
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
| 7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
| 14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
| 21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
| 28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
|
| |
|
 |
|
 |
| ::| Hot News |
|
 |
|
|
|