რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3 ; როსი: ინტერი მშვენიერი ვარიანტია
 
გუნდების ისტორია
 
რეიტინგული ჩემპიონატები: პრემიერ ლიგა
ოთხშაბათი, 11.11.2009, 11:27pm (GMT+4)

ისტორია

ინგლისის ჩემპიონატი - პლანეტის ყველაზე უძველესი დივიზიონი. პირველი ტურნირი ნისლიან ალბიონზე ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ, 1888 წელს შეიქმნა. მაშინ ამ ტურნირში მონაწილეობა თორმეტმა გუნდმა მიიღო და პირველი ჩემპიონი "პრესტონი" გახდა (რომელმაც იგივე წარმატება მეორე წელსაც გაიმეორა). ინგლისური ფეხბურთის იერარქიის უმაღლეს ლიგას 104 წლის განმავლობაში პირველი დივიზიონი (The Football League First Division) ერქვა. 80-იან წლებში ინგლისურ ფეხბურთს მძიმე წლები დაუდგა: სტადიონები არ ივსებოდა, ინგლისელმა ფანებმა მსოფლიოს თავი საშინელი საქციელით დაამახსოვრეს, რის გამოც ინგლისური კლუბები ევროთასებიდან მოკვეთეს. 1988 წელს ინგლისის პირველი დივიზიონის ათმა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო დაეტოვა ფეხბურთის ლიგა (The Football League) და შეექმნათ თავიანთი "სუპერლიგა". 90-იანი წლების დასაწყისში ინგლისურ ფეხბურთში სიტუაცია გამოსწორდა: ინგლისის ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია და ასევე უეფამ ნება დართო ინგლისურ კლუბებს ევროთასებზე გამოსვლისა. 1991 წელს კი ინგლისის პირველი დივიზიონის ყველა კლუბმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პრემიერ ლიგის დაარსების თაობაზე  (FA Premier League). ახალმა ლიგამ ინგლისურ კლუბებს ფეხბურთის ასოციაციისგან (The Football Association) სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოუტანა. ამის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა კონტრაქტები გააფორმეს სპონსორებთან და სატელევიზიო კომპანიებთან. ამის შემდეგ ინგლისელებმა ახალგაზრდა ტალანტის მქონე ფეხბურთელების აღმოჩენა და გაზრდა დაიწყეს. 1992 წელს აწ უკვე პრემიერ ლიგის გუნდებმა ფეხბურთის ლიგა (The Football League) დატოვეს. პრემიერ ლიგის პირველი სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა 22-მა გუნდმა მიიღო. პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გოლი "შეფილდის" ფეხბურთელმა ბრაიან დინმა სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გაიტანა.

რეგლამენტი

1995 წლიდან პრემიერ ლიგაში 20 გუნდი ასპარეზობს. შესაბამისად, ბოლო 3 ადგილს გასავარდნი ზონა დაერქვა, რადგან სატურნირო ცხრილის ბოლო სამეული გადადის ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში და მათ ადგილს დაბალი დივიზიონის პირველი სამეული იკავებს. პრემიერ ლიგის ისტორიაში სულ კლუბებმა ერთმანეთში 380 მატჩი ჩაატარეს. ადგილები შემდეგი კრიტერიუმებით ნაწილდება: დაგროვებული ქულები, ბურთების შეფარდება, გატანილი ბურთების რაოდენობა და ურთიერთშეხვედრების შედეგები. პრემიერ ლიგის პირველი ოთხეული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში გადის (პირველი 2 გუნდი პირდაპირ, ხოლო შემდეგი ორი საკვალიფიკაციო რაუნდით), დანარჩენი 3 გუნდი კი უეფას თასზე გადის. გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგაში უმაღლეს ადგილს დაიკავებს, მაგრამ არ აქვს უფლება ევროპაზე თამაშის, შესაბამისად გადის ინტერტოტოს თასზე.

მმართველობა

პრემიერ ლიგა იმართება ისევე, როგორც კორპორაცია, რომელსაც პრემიერ ლიგის 20 კლუბი განაგებს. ყოველი კლუბი ამ კორპორაციის აქციონერია და აქვს ერთი ხმის უფლება იმ შემთხვევაში, თუ კანონებში რაიმე ცვლილების შეტანა იგეგმება. ყოველი კლუბი ირჩევს თავმჯდომარეს, აღმასრულებელ დირექტორს და პრემიერ ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრს, რათა ლიგაში ოპერაციებზე სრული კონტროლი მოხდეს. ფეხბურთის ასოციაცია არ ერევა პრემიერ ლიგის საქმიანობაში, მაგრამ აქვს ხმის უფლება ლიგის წესებში ცვლილებების შემთხვევაში.

ფინანსები

პრემიერ ლიგას პირველი გენერალური სპონსორი 1993 წელს გამოუჩნდა. 2001 წლამდე გენერალურ სპონსორად კომპანია Carling ითვლებოდა. 2001 წლიდან დღემდე კი პრემიერ ლიგას Barclays ასპონსორებს (2004 წლამდე Barclaycard). ყოველწლიური შემოსვალი დაახლოებით 1,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ითვლის.. ყველა სპორტულ ლიგას შორის პრემიერ ლიგა მხოლოდ ამერიკულ "ენბიეის", "ნჰლ"-სა და "ნფლ"-ს ჩამორჩება. საშუალო დასწრებამ 2005/06 წლებში 33 875 კაცი შეადგინა. ბოლო 15 წელიწადში კი დასწრებადობამ 60%-ით მოიმატა. თუ თანხებზე ვისაუბრებთ, 1993 წელს სარეკორდო ტრანსფერი გახდა როი კინისა "ნოტინჰემ ფორესტიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 3,75 მილიონ ფუნტად. 1994 წელს კრის სატონი "ნორვიჩიდან" "ბლექბერნში" გადავიდა 5 მილიონ ფუნტად. 1996 წელს "ნიუკასლმა" ალან შირერი იყიდა "ბლექბერნიდან" 15 მილიონ ფუნტად, 2001 წელს "მანჩესტერმა" 28,1 მილიონი ფუნტი მიუთვალა "ინტერს" ხუან სებასტიან ვერონის სანაცვლოდ. 2002 წელს ასევე "მანჩესტერმა" "ლიდსიდან" 29 მილიონად რიო ფერდინანდი შეიძინა და ეს რეკორდი იყო 2006 წლამდე, სანამ "ჩელსიმ" "მილანიდან" ანდრეი შევჩენკო არ გადმოიყვანა 30 მილიონად. პირველ სეზონში 1992/93, პრემიერ ლიგაში სულ რაღაც 11 ლეგიონერი გამოდიოდა. 2004/05 წლებში კი უკვე არაბრიტანელებმა ფეხბურთელთა 45 % შეადგინეს. პირველი გუნდი, რომლის შემადგენლობა მოედანზე მხოლოდ უცხოელებით იყო დაკომპლექტებული, გახდა "ჩელსი" 1999 წლის დეკემბერში. 

პრემიერ ლიგის ჩემპიონები (1992-2009)

პრემიერ ლიგის 17-ივე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 7-მა კლუბმა მიიღო. ესენი არიან: "არსენალი", "ასტონ ვილა", "ჩელსი", "ევერტონი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი". ამ პრესტიჟული ტურნირის მოგება მხოლოდ ოთხმა კლუბმა მოახერხა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" - 11-ჯერ,  "არსენალმა" - 3-ჯერ, "ჩელსიმ" 2-ჯერ და "ბლექბერნმა" ერთხელ.

1992/93 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
1993/94 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
1994/95 - "ბლექბერნ როვერსი"
1995/96 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
1996/97 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
1997/98 - "არსენალი"
1998/99 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
1999/00 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2000/01 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2001/02 - "არსენალი"
2002/03 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2003/04 - "არსენალი"
2004/05 - "ჩელსი"
2005/06 - "ჩელსი"
2006/07 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2007/08 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2008/09 - "მანჩესტერ იუნაიტედი"

ბომბარდირები

პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად "ბლექბერნისა" და "ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი ალან შირერი ითვლება, რომელმაც კარიერა 2006 წელს დაასრულა. მან პრემიერ ლიგის ყველა მატჩში სულ 260 გოლი გაიტანა. შირერი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა. ენდი კოულთან ერთად მას ერთ სეზონში რეკორდული 34 გოლი აქვს გატანილი.

ალან შირერი - 260 გოლი
ენდი კოული - 187 გოლი
ტიერი ანრი - 174 გოლი
რობი ფაულერი - 163 გოლი
ლეს ფერდინანდი - 149 გოლი
ტედი შერინგემი - 146 გოლი
მაიკლ ოუენი - 136 გოლი
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი - 127 გოლი
დუაიტ იორკი - 123 გოლი
იან რაითი - 113 გოლი

სანდრო ცხვარაძე

სხვა სტატიები:
Come On You Reds - მივიწყებული სინგლი, რომელმაც ტრიბუნებთან ერთად ჩარტებიც დაიპყრო (09.26.2009)
"ჩელსის" ისტორია (08.14.2009)
ს.კ ცხინვალის სპარტაკის ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს/კ "ბოლნისის სიონი" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "სამტრედია" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "რუსთავის ოლიმპის" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ თბილისის "ლოკომოტივი", ისტორია და 2009-10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "დინამო თბილისის" ისტორია და 2009-10 წლის განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "ვით-ჯორჯია" ისტორია და 2009-10 წლის განაცხადი (08.13.2009)
საფეხბურთო კლუბ "ბაია ზუგდიდის" 2009/10 წლების სეზონის განაცხადი (08.13.2009)
საფეხბურთო კლუბი "გაგრა" (08.12.2009)
"ბარსელონას" ისტორია (08.06.2009)
საფეხბურთო კლუბი ოლიმპი რუსთავი (08.05.2009)
საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი (08.05.2009)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (06.14.2009)
"ჰოფენჰაიმი" (01.15.2009)
ლივერპულის ისტორია / Liverpool Fc History (12.18.2008)
"ზესტაფონის" ისტორია (12.07.2008)
მადრიდის რეალის ისტორია / Real Madrid (11.29.2008)
დინამო თბილისი (11.29.2008)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
 » სტადიონები
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




  ::| სტადიონები
  მეტი ++
 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

Adidas, ადიდასი
::| ცხელი სიახლე
კოსოვური ფეხბურთის გზა
რეიტინგული ჩემპიონატები: სერია A
რეიტინული ჩემპიონატები: პრიმერა დივიზიონი
რეიტინგული ჩემპიონატები: პრემიერ ლიგა
საფეხბურთო კლუბი "გაგრა"
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
"ზესტაფონის" ისტორია
დინამო თბილისი
 

Gib Group
[მაღლა]