ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო ; რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3
 
გუნდების ისტორია
 
რეიტინული ჩემპიონატები: პრიმერა დივიზიონი
ხუთშაბათი, 11.12.2009, 11:39pm (GMT+4)

ისტორია

ესპანეთის პროფესიონალური ლიგა (ლა ლიგა; ესპანურად - LFP). ლა ლიგა - ეს არის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა ესპანეთში. ასევე იწოდება როგორც "პრიმერა" (ლა პრიმერა, პრიმერა), ხოლო 2008/09 სეზონიდან იწოდება როგორც  Liga BBVA. ლა ლიგა სულ 9 კლუბს აქვს მოგებული.
50-იანი წლების დასაწყისში ლა ლიგაში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დომინირებდნენ. საერთო ჯამში ესპანეთის ლიგა "რეალს" 31-ჯერ, ხოლო "ბარსელონას" 19-ჯერ აქვს მოგებული. 1930-დან 1940 წლამდე და ბოლო წლებში ლა ლიგა ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
პრიმერას სხვა გამარჯვებული კლუბები არიან: მადრიდის "ატლეტიკო",  ბილბაოს "ატლეტიკი", "ვალენსია", "სოსიედადი", "ბეტისი", "დეპორტივო" და "სევილია". რეიტინგის თანახმად, ესპანური პრიმერა ერთ-ერთ უძიერეს ჩემპიონატად ითვლება ევროპაში იტალიურ "სერია ა"-სთან და ინგლისის "პრემიერ ლიგასთან" ერთად, რომელზეც ჩვენ წინა სტატიაში მოგითხრეთ. თანამედროვე ფეხბურთის ბევრმა ლეგენდამ ითამაშა ესპანეთში. თუნდაც, ალფრედო დი სტეფანო, დიეგო მარადონა, რაიმონ კოპა, ლუის სუარესი, იოჰან კრუიფი, ჰრისტო სტოიჩკოვი, რივალდო, ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ. ყველა ეს ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად არიან აღიარებულნი. დი სტეფანომ და კრუიფმა კი ეს პრიზი ორჯერ მოიგეს. ასევე დავამატებ, რომ რომარიო, რონალდო, რივალდო, ფიგუ, ზიდანი და რონალდინიო ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარეს. ასევე პრიმერაში თამაშობდნენ სხვა ცნობილი ფეხბურთელები: ფერენც პუშკაში, გეორგ ჰაჯი, მიკაელ ლაუდრუპი, მარიო კემპესი, ჰუგო სანჩესი. ლა ლიგის ახლანდელ ვარსკვლავებად მოიაზრებიან ანრი, ვან ნისტელროი, მესი, ხავი, კასილასი, ვილია, აგუერო და ა.შ.
ამ დროისთვის უეფას რეიტინგით ყველაზე რეიტინგულ ლიგებს შორის ლა ლიგა პირველ ადგილზეა იმ მაჩვენებლით, რომელიც ესპანურმა კლუბებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში აჩვენეს. მას მოჰყვებიან იტალიური "სერია ა" (2-ე ადგილი) და ინგლისური "პრემიერ ლიგა" (3-ე ადგილი)

ფორმატი

ლა ლიგა ჩვეულებრივად მიმდინარეობს სექტემბრიდან ივნისამდე. ლა ლიგის გუნდები ასევე მონაწილეობას იღებენ კოპა დელ რეიში (ესპანეთის თასი). ტურნირის პირველი ოთხეული კვალიფიცირდებიან ჩემპიონთა ლიგაზე. ლიგის გამარჯვებული ასევე მონაწილეობს ესპანეთის სუპერთასში და ხვდება კოპა დელ რეის გამარჯვებულს. ტურნირის მეხუთე და მეექვსე ადგილოსანი შესაბამისად გადიან უეფას თასზე. ეუფას საგზურს იკავებს ასევე ის გუნდი, რომელმაც მოიგო კოპა დელ რეი ან გავიდა მეშვიდე ადგილზე. გუნდები, რომლებიც პრიმერაში ბოლო 3 ადგილს დაიკავებენ, გადადიან სეგუნდა დივიზიონში.

დაარსება

1927 წლის აპრილში "კლუბ დე ეჩოს" პრეზიდენტი ხოსე მარია აჩა გამოვიდა წინადადებით, რომ შეექმნათ ესპანეთის ნაციონალური ლიგა. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ წინადადებას დათანხმდნენ და პირველ ტურნირში ექვსმაგუნდმა მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ: "ბარსელონა", "რეალი", "სოსიედადი", "ატლეტიკი", "კლუბ დე ეჩო" და "რეალ იუნიონი". პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1928/29 წლებში და პირველი ჩემპიონი გახდა "ბარსელონა". ღირს თქმა, რომ 1928 წლამდე ესპანეთის ყველა პროვინციას თავისი ჩემპიონატი ჰქონდა. მხოლოდ 3 კლუბია ისეთი, რომელმაც არ დატოვა პრიმერა არასოდეს: "ბარსა", "რეალი" და "ატლეტიკი".

1930-1940 წლები

"რეალმა" თავისი პირველი ტიტული მხოლოდ 1932 წელს მოიგო და მომდევნო წელსაც გაიმეორა. 1930 წელს ჩემპიონი "ბილბაო" გახდა და მან ასევე მოიგო 1931, 1934 და 1936 წლებში. 1935 წელს ლა ლიგის გამარჯვებული "ბეტისი" გახდა. ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი გამარჯვება. ამ პერიოდში ლა ლიგის მიმდინარეობა წყდება ესპანეთში სამოქალაქო ომების გამო და მხოლოდ რესპუბლიკური ზონის გუნდებმა მოახერხეს საკუთარი ჩემპიონატის La Liga del Mediterráneo გაკეთება, სადაც 1937 წელს "ბარსამ" გაიმარჯვა.

ლა ლიგის გაგრძელების შემდეგ მომძლავრდნენ "ატლეტიკო", "ვალენსია" და "სევილია". "ატლეტიკომ" ლა ლიგა 1939/40 წლებში მოიგო და მომდევნო წელსაც დაიცვა ტიტული. ამ პერიოდში ომების გამო ძალიან ბევრმა გუნდმა დაკარგა ფეხბურთელები (ზოგმა დეპორტაციის ზოგმაც გარდაცვალების გამო). ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ვალენსიამ" ლა ლიგა 1942, 1944 და 1947 წლებში მოიგო. მათ ასევე 1948 და 1949 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს."სევილიას" ამ მხრივ ძალიან მოკლე ოქროს ხანა ჰქონდა. მათ 1940 და 1942 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ 1946 წელს შესძლეს გამარჯვება, რომელიც ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.1945, 1948 და 1949 წლებში ლა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა.

დი სტეფანო, პუშკაში, სუარესი და კუბალა

1950/51 წლებში ესპანეთის ჩემპიონი "ატლეტიკო" ხდება. ამ პერიოდში უცხოელი ფეხბურთელებისთვის ლა ლიგა ჩაკეტილი იყო. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში მხოლოდ 3 უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა ესპანეთში. 50-იან წლებში ეს ლიმიტი უკვე მოიხსნა და "რეალმა" და "ბარსელონამ" უცხოელი ფეხბურთელები შეიძინეს. "რეალმა" თავის მხრივ ალფრედო დი სტეფანო, პუშკაში და რაიმონ კოპა შეიძინა, რომელთა წყალობითაც 50-იანი წლების მეორე ნახევარი მადრიდელთა ხანა იყო. მათ 1954 წელს მოიგეს ლა ლიგა და 1955 წელს დაიცვეს ტიტული. ასევე მოიგეს 1957 და 1958 წლებში. მხოლოდ "ატლეტიკმა" შეძლო მადრიდელთა წაუგებელი სერიის შეწყვეტა. "ბარსამ" ელენიო ერერასა და ლუის სუარესის ხელმძღვანელობით 1959 და 1960 წელს გაიმარჯვა.

ლა ლიგის კლუბები ევროპაში

სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა.ალფრედო დი სტეფანო და კო თავის ჯადოქრობას უკვე ევროპელ მაყურებელს აჩვენებდნენ. მათ ევროპის ჩემპიონთა თასი 5-ჯერ მოიგეს. 1962, 1964 და 1966 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ყველა გუნდი ლა ლიგიდან გახლდათ. სულ ესპანელებმა ევროთასებზე საერთო ჯამში 35 თასის მოპოვება შესძლეს. აქედან 12 ტიტული მადრიდელებს ეკუთვნით, ხოლო 10 ტიტული "ბარსას". "ვალენსიამ" 6-ჯერ მოიგო, "სარაგოსამ" და "სევილიამ" კი 2-2-ჯერ. "ატლეტიკომ" თავი მხოლოდ ერთი ტიტულით დაგვამახსოვრა. "ატლეტიკი", "ესპანიოლი", "ალავესი" და "მალიორკა" უეფას თასის ფინალამდე არიან გასულნი. ისეთმა კლუბებმა კი როგორებიც არიან "სელტა", "ვილიარეალი" და "მალაგა", თავი მხოლოდ ინტერტოტოს თასის მოგებით დაგვამახსოვრეს.

ესპანური კლუბები 2000 წლისათვის

ახალი საუკუნის დასაწყისში ლა ლიგის გუნდები ევროპაში სრულად დომინირებდნენ. ჩემპიონთა ლიგის 4 ნახევარფინალისტი 2000 წელს 3 ესპანური კლუბი იყო ("რეალი", "ბარსელონა" და "ვალენსია"). ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა "რეალმა" მოიგო, რომელმაც "ვალენსია" ფინალში დაამარცხა. მომდევნო წელს "ვალენსია" კვლავ გავიდა ფინალში, თუმცა თასის მოპოვების შანსი კიდევ ერთხელ გაუშვა და "ბავარიასთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ორივე წელს "ვალენსიას" აწ უკვე საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. 2001 წელს "დეპორტივო ალავესი" უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" მინიმალური სხვაობით 4:3 დამარცხდა. "ბარსელონა" ნახევარფინალში დამარცხდა. 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის 4 ნახევარფინალისტთა შორის "ბარსა" და "რეალიც" მოხვდნენ. ამ წელს "რეალმა" აიღო თასი, დაამარცხა რა ფინალში "ლევერკუზენის ბაიერი". ამ ფინალში გოლების ავტორები რაული და ზიდანი გახდნენ. ამ უკანასკნელის მარცხენათი დარტყმული შესანიშნავი გოლი ალბათ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს. 2003 წელს "რეალი" ნახევარფინალიდან გამოვარდა, როცა "იუვენტუსთან" დამარცხდა. 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე "დეპორტივომ" გააღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთამ "პორტოსთან" დამარცხდა. ამავე წელს "ვალენსია" უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც "მარსელს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონობაც მოიპოვა. 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი ესპანური კლუბი "ბარსა" და "ვილიარეალი" გავიდა. "ვილიარეალმა" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან ფინალში გასვლისა, როცა რიკელმემ ბოლო წუთზე დანიშნული პენალტის რეალიზაცია ვერ მოახდინა. ამ წელს თასი კატალონიელებმა აიღეს, როცა ფინალში ლონდონის "არსენალი" 2:1 დაამარცხეს. ამავე წელს "სევილიამ" მოიგო უეფას თასი (ფინალში მიდლსბროსთან 4:0). მომდევნო წელს "სევილიამ" ისევ მოიგო უეფას თასი, სადაც ფინალში მეორე ესპანური კლუბი "ესპანიოლი" დაამარცხა.

მადრიდული წლები

1961-1980 წლები ესპანურ ფეხბურთში მადრიდულ ხანად ითვლება. ამ პერიოდში მადრიდელებმა ლა ლიგაში გამარჯვება 14-ჯერ შეძლეს და ამ 14-ში 5-ჯერ ზედიზედ გაიმარჯვეს (1961-65 წლებში). ამ პერიოდში მხოლოდ მადრიდის "ატლეტიკომ" შეძლო სამეფო კლუბისთვის კონკურენციის გაწევა და 4-ჯერ ჩემპიონობა მოიპოვა (1966, 1970, 1973 და 1977 წლებში). "ვალენსიამ" კი მხოლოდ ერთხელ 1971 წელს გაიმარჯვა და ამის შემდეგ იოჰან კრუიფის "ბარსამ" შეძლო მადრიდული ჰეგემონიის შეწყვეტა.

1980/90 წლები

მადრიდული გამარჯვებების სერია 1981 წელს დასრულდა, როცა "რეალ სოსიედადმა" პირველი ტიტული მოიპოვა და 1982 წელს დაიცვა კიდეც იგი. 1984/85 წლებში "ატლეტიკომ" მოიპოვა ჩემპიონობა და 1985-ში კი ტერი ვენეიბლსის "ბარსამ" გაიმარჯვა. ამის შემდეგ კვლავ "რეალის" ერა დადგა, რომელმაც ზედიზედ 5-ჯერ მოიგო (1986/90 წლებში). სამეფო კლუბის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან უგო სანჩესი, ლეგენდარული ემილიო ბუტრაგენიო, მანოლო სანჩესი, მარტინ ვასკესი და ასევე მწვრთნელი ლეო ბეენჰაკერი.

იოჰან კრუიფი "ბარსაში" 1988 წელს მწვრთნელის თანამდებობით დაბრუნდა და "დრიმ თიმი" შეკრიბა. კრუიფმა მაშინ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მიიყვანა, როგორებიც იყვნენ ხოსეპ გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, გოიკოეჩეა, რონალდ კუმანი, ლაუდრუპი, ჰრისტო სტოიჩკოვი და ა.შ. კრუიფის "ბარსამ" ლა ლიგა ზედიზედ 4 ჯერ მოიგო (1991/94 წლებში) და ჩემპიონთა ლიგა 1992 წელს. "რეალმა" 1995 წელს შეუწყვიტა წაუგებელი სერია "ბარსას" და მოიგო ლა ლიგა, მაგრამ 1997 წელს "ბარსამ" კიდევ ერთი თასი მოიგო. 1996 წელს ლა ლიგის თასი "ატლეტიკომ" აწია, რომელმაც თავის ისტორიაში 9-ე თასი მოიგო. ლუის ენრიკესთან, ფიგუსთან და რივალდოსთან ერთად 1998 და 1999 წლებში "ბარსა" კვლავ ჩემპიონი გახდა. "რეალმა" კი ჩემპიონთა ლიგა 1998 და 2000 წლებში მოიგო.

სტატისტიკა

"რეალ მადრიდი", გამარჯვება 31

1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57, 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64, 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72, 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08

"ბარსელონა", გამარჯვება 19

1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09

"ატლეტიკო მადრიდი", გამარჯვება 9

1939-40, 1940-41, 1949-50, 1950-51, 1965-66, 1969-70, 1972-73, 1976-77, 1995-96

"ბილბაოს ატლეტიკი", გამარჯვება 8

1929-30, 1930-31, 1933-34, 1935-36, 1942-43, 1955-56, 1982-83, 1983-84

"ვალენსია", გამარჯვება 6

1941-42, 1943-44, 1946-47, 1970-71, 2001-02, 2003-04

"სოსიედადი", გამარჯვება 2

1980-81, 1981-82

"სევილია", გამარჯვება 1

1945-46

"ბეტისი", გამარჯვება 1

1934-35

"დეპორტივო", გამარჯვება 1

1999-2000

სანდრო ცხვარაძე

სხვა სტატიები:
რეიტინგული ჩემპიონატები: პრემიერ ლიგა (11.11.2009)
Come On You Reds - მივიწყებული სინგლი, რომელმაც ტრიბუნებთან ერთად ჩარტებიც დაიპყრო (09.26.2009)
"ჩელსის" ისტორია (08.14.2009)
ს.კ ცხინვალის სპარტაკის ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს/კ "ბოლნისის სიონი" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "სამტრედია" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "რუსთავის ოლიმპის" ისტორია და 2009/10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ თბილისის "ლოკომოტივი", ისტორია და 2009-10 წლების განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "დინამო თბილისის" ისტორია და 2009-10 წლის განაცხადი (08.13.2009)
ს.კ "ვით-ჯორჯია" ისტორია და 2009-10 წლის განაცხადი (08.13.2009)
საფეხბურთო კლუბ "ბაია ზუგდიდის" 2009/10 წლების სეზონის განაცხადი (08.13.2009)
საფეხბურთო კლუბი "გაგრა" (08.12.2009)
"ბარსელონას" ისტორია (08.06.2009)
საფეხბურთო კლუბი ოლიმპი რუსთავი (08.05.2009)
საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი (08.05.2009)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (06.14.2009)
"ჰოფენჰაიმი" (01.15.2009)
ლივერპულის ისტორია / Liverpool Fc History (12.18.2008)
"ზესტაფონის" ისტორია (12.07.2008)
მადრიდის რეალის ისტორია / Real Madrid (11.29.2008)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
 » სტადიონები
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




  ::| სტადიონები
  მეტი ++
 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

Adidas, ადიდასი
::| ცხელი სიახლე
კოსოვური ფეხბურთის გზა
რეიტინგული ჩემპიონატები: სერია A
რეიტინული ჩემპიონატები: პრიმერა დივიზიონი
რეიტინგული ჩემპიონატები: პრემიერ ლიგა
საფეხბურთო კლუბი "გაგრა"
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
"ზესტაფონის" ისტორია
დინამო თბილისი
 

Gib Group
[მაღლა]