დღეს დასრულდა ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპი, სადაც გაირკვა ნახევარფინალისტები ვინაობა. ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონის ”ჩელსი” და ბირმინგემის ”ასტონ ვილა” დაუპირისპირდებიან. მეორე წყვილის ვინაობა კი გადათამაშების შედეგად გახდება ცნობილი.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის ”ჩელსი”, როგორც უკვე ვთქვით, ძალებს ბირმინგემის ”ასტონ ვილასთან” მოსინჯავს. მარტინ ო’ნილის შეგირდებს აქვთ შანსი უემბლიზე დაბრუნების და ”მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის.
პრემიერ ლიგის აუტსაიდერი ”პორტსმუტი” კი ”ფულჰემსა” და ”ტოტენჰემს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბოლო 6 წელიწადში მეხუთედ ასოციაციის თასის ნახევარფინალში პრემიერ ლიგის გუნდები გავიდნენ. 2003 წლიდან ტურნირის ნახევარფინალში პირველად არის, რომ ”დიდი ოთხეულის” გუნდი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის მატჩები ”უემბლიზე” გაიმართება. გადათამაშებები აღარ იქნება.
ასოციაციის თასის 1/2 ფინალი
”ასტონ ვილა” - ”ჩელსი”
”ფულჰემი” / ”ტოტენჰემი” - ”პორტსმუტი”