დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე პრემიერ ლიგის 21-ე ტურის რიგით მესამე მატჩი - "მანჩესტერ სიტისა" და "ბლექბერნს" შორის დაპირისპირება დაიწყება. მატჩის წინ კი შემოგთავაზებთ პრევიუს და სავარაუდო შემადგენლობებს.
მანჩესტერ სიტი - ბლექბერნი 
ამ სეზონში "მანჩესტერ სიტის" საკუთარ მოედანზე ერთი მარცხიც არ განუცდია. ჩატარებული 9 მატჩიდან 6 მოიგო, ხოლო 3 მატჩი ფრედ დაასრულა. "ბლექბერნმა" გასვლით მატჩებში მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, პრემიერ ლიგის ყველა კლუბის მიერ ნაჩვენებ სტატისტიკაში, 9 გოლი ბოლოდან მესამეა. "ვარდებს" უკვე 8 მატჩია არ მოუგიათ, მეტიც, ბოლო 8 მატჩში მათ მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს. ამ გუნდებს შორის ბოლო 9 შეხვედრიდან 6 ფრედ დასრულდა. ბოლო ტურებში გასვლით შეხვედრებში შესაძლო 12 ქულიდან "ბლექბერნმა" მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა.
"მანჩესტერ სიტიში" ახალწვეული პატრიკ ვიეირას დებიუტი გადაიდო. გამოცდილმა ნახევარმცველმა კვლავ ვერ მოიშუშა ტრამვა, რომელიც მან "ინტერის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო მატჩში "კიევოს" წინააღმდეგ მიიღო. მოსალოდნელია, რომ დაცვის ცენტრში შესაძლოა ახალგაზრდა დედრიკ ბოიატას დებიუტი შედგეს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან კარლოს ტევესი, გარეტ ბერი და კრეიგ ბელამი. როკე სანტა-კრუსს შესაძლოა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში მოუწიოს.
"ბლექბერნის" სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ნახევარმცველი ბრეტ ემერტონი, რომელმაც ტრამვა ახლახანს მოიშუშა. მას მონაწილეობის მიღება სამშაბათს გასამართ მატჩში "ასტონ ვილას" წინააღმდეგაც შეეძლო, მაგრამ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. ვინს გრელას კვლავ ტრამვა აწუხებს, ხოლო ელ-ჰაჯი დიუფი დისკვალიფიცირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
"სიტი": გივენი, კომპანი, რიჩარდსი, საბალეტა, ტურე, აირლენდი, ბერი, პეტროვი, დე იონგი, ტევესი, ბელამი
"ბლექბერნი": რობინსონი, სამბა, ჟივე, ნელსენი, შიმბონდა, პედერსენი, ნ'ზონზი, ემერტონი, რობერტსი, მაკკარტი, ულიეტი