ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო ; რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3
 
ინგლისი » მატჩის წინ (ინგლისი)
 
პრემიერ ლიგა, 30-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
შაბათი, 03.13.2010, 03:17pm (GMT+4)

დღეს, 13 მარტს სტარტს აიღებს პრემიერ ლიგის 30-ე ტური, სადაც მეტად საინტერესო მატჩები გაიმართება. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ დღეს გასამართი მატჩების ანონსს. ხვალინდელი მატჩების ანონსს კი შესაბამისად ხვალ შემოგთავაზებთ.

ტოტენჰემი - ბლექბერნი 

”უიგანზე” და ”ევერტონზე” გამარჯვების შემდეგ ”ტოტენჰემი” სანატრელ მეოთხე ადგილზე დაბრუნდა. ”მამლები” ერთ-ერთი არიან იმ ორი გუნდიდან, რომელმაც ”ევუდ პარკზე” გამარჯვება შეძლო. მაშინ დუბლი პეტერ კრაუჩმა გაიფორმა. მიმდინარე სეზონში ”ვარდებს” ურთულესი მატჩი ელით ”ჩელსის”, ”მანჩესტერ იუნაიტედის”, ”ევერტონის” და ”არსენალის” წინააღმდეგ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ”ბლექბერნი” სატურნირო ცხრილის შუაში იკავებს ადგილს, მისთვის გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია.

დღეს ჰარი რედნაპის გუნდს ვერ დაეხმარებიან ლედლი კინგი, ტომ ჰადლსტოუნი, ჯერმეინ ჯენასი, აარონ ლენონი და დევიდ ბენტლი - ყველანი ტრამვირებულები არიან. ჯონათან ვუდგეიტისათვის და კარლო კუდიჩინისათვის კი, სეზონი პრაქტიკულად დამთავრდა.

მწყობრში ჩადგა ”ბლექბერნის” წამყვანი ფეხბურთელი დევიდ დანი. მან ტრამვა უკვე მოიშუშა და ამ კვირაში რეზერვებშიც ითამაშა. ლაზარეთში იმყოფებიან ლარს იაკობსენი, რაიან ნელსენი და ვინს გრელა

 სტოკი - ასტონ ვილა 

ადგილობრივი დერბი გაიმართება ”ბრიტანიაზე” ”სტოკსა” და ”ასტონ ვილას” შორის - ”სტოკის” გადმოსვლიდან 2008 წლიდან მოყოლებულ 3 მატჩში გუნდებმა 10 გოლი გაიტანეს. ბოლო მატჩი ”ბრიტანიაზე” ამ გუნდებს შორის 2008/09 სეზონის სტარტზე ჩატარდა და მაშინ მასპინძლებმა 3:2 გაიმარჯვეს. გამარჯვების გოლი თავდამსხმელმა მამადი სიდიბემ გაიტანა. დღეს თავის მატჩს მართავს ”ტოტენჰემიც” და სავარაუდოდ გაიმარჯვებს კიდეც, ასე რომ ბირმინგემელებს წაბორძიკების უფლება არ აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მეოთხე ადგილს 7 ქულით დაცილდებიან.

მცირე ტრამვების შემდეგ ”სტოკს” დაუბრუნდნენ რიკარდო ფულერი, გლენ უილანი და დენი ჰიგინბოთამი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტონი პალისმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს სამივენი ითამაშებენ. მცველი რაიან შოუკროსი კვლავ დისკვალიფიცირებულია. ლაზარეთში იმყოფება ნახევარმცველი სალიფა დიაო.

”ასტონ ვილას” ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება თავდამსხმელი გაბრიელ აგბონლაჰორი. მან ტრამვის გამო გამოტოვა ასოცაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი ”რედინგთან”. გაბრიელს კიდევ ერთი გოლი სჭირდება იმისათვის, რომ ბირმინგემელთა მაისურით გატანილი გოლები 50-მდე გაზარდოს. თავდამსხმელი ჯონი კარეუ, რომელმაც ”რედინგთან” ჰეთთრიქი გაიფორმა, სავარაუდოდ ძირითადი შემადგენლობიდან ემილ ჰესკის ამოაგდებს.

 ბარნლი - ვულვერჰემპტონი 

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პრემიერ ლიგის ორი ახალწვეული, რომლებიც გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. თუმცა ”ვულვზი” მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს 18-ე ადგილზე მყოფ ”ბარნლის”. მატჩისწინა კომენტარი გააკეთა მასპინძელთა თავკაცმა ბრაიან ლოუსმა და განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელებს წაგებას სიკვდილი ურჩევნიათ. გამარჯვება, რასაკვირველია ”ბარნლისთვის” ჰაერივით საჭიროა, რადგან გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის. ლოუსის ხელმძღვანელობით, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოუენ კოილი ჩაანაცვლა, გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო. რაც შეეხება ”ვულვზს”, ის თითქოს ბოლო მატჩებში არც ისე ცუდად გამოიყურება. კარგი თამაში აჩვენა ”ჩელსისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ, მაგრამ ქულის აღება ვერც ერთსი ვერ შეძლო. ეს გუნდები უკვე შეხვდნენ მიმდინარე სეზონში ერთმანეთს ”მულინეკსზე” 20 დეკემბერს, როდესაც ”მგლებმა” მოწინააღმდეგე 2:0 დაამარცხეს.

დღეს ”ბარნლის” დაუბრუნდება გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში გატანილი 11 გოლია. მან უკვე მოიშუშა ხელის ტრამვა. ლაზარეთში იმყოფებიან კრის მაკკენი და სტივენ კოლდუელი.

 ბოლტონი - უიგანი 

ახლა ”უიგანი” ”ბოლტონს” 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩი თადარიგში აქვს. ორშაბათს ”ლატიკსი” ”ლივერპულს” დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩში გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა უგო როდალეგამ გაიტანა, რომლის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 8 გოლია. ”ბოლტონი” ბოლო მატჩში ციდან მიწაზე დაეშვა - ზედიზედ 2 მოგებული მატჩის შემდეგ ოუენ კოილის გუნდი სტუმრად ”სანდერლენდთან” განადგურდა 4:0. ბოლო 2 შეხვედრა მოწინააღმდეგეებს შორის ერთნაირი ანგარიშით 0:0 დასრულდა. ხოლო ბოლო 4 შეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს.

დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ტამირ კოენს და დღეს ის გუნდში ბრუნდება. სამაგიეროდ ფლანგური მცველი სემ რიკეტსი ”სანდერლენდთან” მატჩში იქნა დისკვალიფიცირებული და ამის გამო დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. მცირე ტრამვები მოიშუშეს ნახევარმცველებმა ფაბრის მუამბამ და ჯეკ უილშერმა. ნახევარმცველი გევინ მაკკენი მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს. მომავალ კვირაში ვარჯიშებს განაახლებს ცენტრალური მცველი გარი კეჰილი.

”უიგანს” საკადრო პრობლემები პრაქტიკულად არ აწუხებს. ბოლო მატჩში ”ლივერპულთან” ”ატლეტიკის” შემადგენლობაში არავის მიუღია ტრამვა და არც არავინ იქნა დისკვალიფიცირებული. მოსალოდნელია, რომ გუნდის თავკაცი რობერტო მარტინესი სასტარტო შემადგენლობას არ შეცვლის. გუნდის ერთადერთ დანაკარგად კვლავ ითვლება კაპიტანი მარიო მელხიოტი. მცველმა სტივ გოჰური ჯერ კიდევ ვერ მიაღწია საჭირო კონდიციებს.

 ბირმინგემი - ევერტონი 

”ბირმინგემი” და ”ევერტონი” ერთმანეთს ბოლო 3 თვეში მესამედ ხვდებიან. დეკემბერში ”ლურჯებმა” ფრეს (1:1) მიაღწიეს ”გუდისონ პარკზე”, ხოლო ასოციაციის თასზე კი კრისტიან ბენიტესის და ბარი ფერგიუსონის გოლების წყალობით მეტოქეს 2:1 სძლიეს. გამარჯვების შემთხვევაში ”ევერტონი” მოწინააღმდეგე ”ბირმინგემს” სატურნირო ცხრილში გადაუსწრებს და 8-ე ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება ”ლურჯებს”, გამარჯვების შემთხვევაში ისინი თანაქალაქელ ”ასტონ ვილას” გადაუსწრებენ და 7-ე ადგილს დაიმკვიდრებენ.

ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ნახევარმცველი ლი ბოიერი, რომელმაც შუა კვირაში ”პორტსმუტთან” მატჩი გამოტოვა. ასევე სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან სტივენ კარი, სებასტიან ლარსონი და ჯეიმს მაკფადენი. ვეტერანმა კევინ ფილიპსმა ტრამვა მოიშუშა და სავარაუდოდ ადგილს სათადარიგოზე დაიკავებს. ლაზარეთში კვლავ იმყოფება მცველი სტიუარტ პარნაბი.

”ევერტონს” ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ლეონ ოსმანი, რომელსაც ტრამვის გამო რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. ტიმ კეჰილმა უკვე განაახლა ვარჯიშები, თუმცა თამაშს შემდეგ მატჩში ”ბოლტონის” წინააღმდეგ შეძლებს. ასევე დაბრუნდა ლუი სააც, მაგრამ ისიც, კეჰილის მსგავსად, დღეს ვერ ითამაშებს.

 ჩელსი - ვესტ ჰემი 

”ჩელსი” ამჟამად მეორე ადგილზეა და ”მანჩესტერს” 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩი თადარიგში აქვს. ბოლო ტურში ”ლურჯები” პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ”მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ. მიმდინარე სეზონში ”ჩელსისა” და ”ვესტ ჰემს” შორის ლონდონური დერბი უკვე გაიმართა ”აპტონ პარკზე” და მაშინ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 2008/09 სეზონში ”ჩაქუჩებმა” ”სტემფორდ ბრიჯიდანაც” შეძლეს ქულის წამოღება და იქაც ფრედ 1:1 ითამაშეს. ამჟამად ”ვესტ ჰემს” გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და დღეს ქულების მოპოვება აუცილებლად სჭირდება.

დღეს ”ჩელსის” ვერ დაეხმარება ორი ძირითადი მეკარე - პიტერ ჩეხი და ენრიკე ილარიო. ორივე ტრამვირებუალია. ამიტომ დღეს ლონდონელთა კარს მესამე მეკარე როს ტერნბული დაიცავს. სავარაუდოდ, მას მოუწევს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ”ინტერის” წინააღმდეგაც. კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან ჟოზე ბოსინგვა, მაიკლ ესიენი, ეშლი კოული და რიკარდო კარვალიო.

 ჰალი - არსენალი 

გასულ სეზონში ”არსენალი” საკუთარ მოედანზე სენსაციურად დამარცხდა ”ჰალთან” ანგარიშით 1:2. ამის შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი ”მეთოფეთა” გამარჯვებით დასრულდა - ორჯერ პრემიერ ლიგაში და ერთხელ ინგლისის თასზე. იმ შემთხვევაში, თუ ”ჩელსი” ვერ შეძლებს ”ვესტ ჰემის” დამარცხებას და ”არსენალი” მოიგებს, არსენ ვენგერის გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. ბოლო 4 ტურში არსენ ვენგერის შეგირდებმა ოთხჯერვე გაიმარჯვეს. ბოლო 2 საშინაო შეხვედრაში ”ვეფხვებმა” შეძლეს ”სიტის” დამარცხება და დაუზავდნენ ლონდონის ”ჩელსის”.

ზედიზედ მეორე თამაშში ძირითად შემადგენლობაში იქნება ნახევარმცველი ჯიმი ბულარდი, რომელმაც დეკემბრიდან მოყოლებული მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ისიც წინა ტურში. გამოჯანმრთელდენ ენდი დოუსონი და დინ მერნი. სამაგიეროდ დისკვალიფიცირებულია თავდამსხმელი კრეიგ ფაგანი. მცირე ტრამვა აქვს გარემარბ სტივენ ჰანტს. გუნდის კაპიტანი ენტონი გარდნერი ლაზარეთში მინიმუმ 1 თვეს გაატარებს.

”არსენალს” ვერც დღეს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი. მცირე პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან ტომაშ როსიცკის და ბაკარი სანიასაც. სამაგიეროდ მწყობრშია სოლ კემბელი და დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იდგება. დისკვალიფიცირებულია ალექსანდრ სონგი, ხოლო უილიამ გალასი ტრამვირებულია. ასევე ლაზარეთში არიან აარონ რემსი, რობინ ვან პერსი და იოჰან ჯურუ.

სანდრო ცხვარაძე

სხვა სტატიები:
პრემიერ ლიგა, 29-ე ტური. კვირის მატჩის ანონსი (03.07.2010)
პრემიერ ლიგა, 29-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (03.06.2010)
პრემიერ ლიგა, 27-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (02.20.2010)
ასოციაციის თასი, 5-ე რაუნდი. კვირიას მატჩების ანონსი (02.14.2010)
პრემიერ ლიგა, 26-ე ტურის პრევიუ (02.10.2010)
პრემიერ ლიგა, გამოტოვებული მატჩების პრევიუ (01.20.2010)
პრემიერ ლიგა, 21-ე ტური. ორშაბათის მატჩის ანონსი (01.11.2010)
პრემიერ ლიგა, 21-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (01.09.2010)
პრემიერლიგის მე–20 ტურის პრევიუ (12.28.2009)
მანჩინის დებიუტი ხვალ შედგება (12.25.2009)
დღეს დერბების დღეა (11.29.2009)
პრემიერ ლიგა, 14-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (11.28.2009)
ლივერპული - ბირმინგემის სრული წინასამატჩო სტატისტიკა (11.09.2009)
"ტოტენჰემი" - "სანდერლენდი". პირდაპირი ტექსტური ტრანსლიაცია (11.07.2009)
პრემიერ ლიგა, 8-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (10.03.2009)
პრემიერ ლიგა, 7-ე ტური. კვირის მატჩის ანონსი (09.27.2009)
პრემიერ ლიგა, 5-ე ტური. კვირის მატჩების ანონსი (09.13.2009)
პრემიერ ლიგა, 5-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი (09.12.2009)
ინგლისი - ხორვატია. მატჩის ანონსი (09.09.2009)
პრემიერ ლიგა, 4-ე ტური. კვირის მატჩების ანონსი (08.30.2009)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
 » მანჩესტერ იუნაიტედი
 » არსენალი
 » ჩელსი
 » ლივერპული
 » მანჩესტერ სიტი
 » სხვა კლუბები(ინგ)
 » ვესტ ჰემი
 » სანაკრებო დონე(ინგ)
 » მატჩის წინ (ინგლისი)
 » მატჩის შემდეგ(ინგლისი)
 » ტოტენჰემი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
::| ცხელი სიახლე
პრემიერ ლიგაში სეზონი სრულდება, 38–ე ტურის ანონსი
მანჩესტერი – ჩელსი 1:2(0:1)
პრემიერ ლიგა, 31–ე ტური. კვირის მატჩების ანონსი
პრემიერ ლიგა, 31–ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
პრემიერ ლიგა, 30-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
პრემიერ ლიგა, 29-ე ტური. კვირის მატჩის ანონსი
პრემიერ ლიგა, 29-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
პრემიერ ლიგა, 27-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
ასოციაციის თასი, 5-ე რაუნდი. კვირიას მატჩების ანონსი
პრემიერ ლიგა, 26-ე ტურის პრევიუ
პრემიერ ლიგა, გამოტოვებული მატჩების პრევიუ
პრემიერ ლიგა, 21-ე ტური. ორშაბათის მატჩის ანონსი
პრემიერ ლიგა, 21-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
პრემიერლიგის მე–20 ტურის პრევიუ
მანჩინის დებიუტი ხვალ შედგება
დღეს დერბების დღეა
პრემიერ ლიგა, 14-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
ლივერპული - ბირმინგემის სრული წინასამატჩო სტატისტიკა
"ტოტენჰემი" - "სანდერლენდი". პირდაპირი ტექსტური ტრანსლიაცია
პრემიერ ლიგა, 8-ე ტური. შაბათის მატჩების ანონსი
 

Gib Group
[მაღლა]