ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო ; რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3
 
ინგლისი » მატჩის შემდეგ(ინგლისი)
 
ასოციაციის თასი, 1/4 ფინალი. შაბათის მატჩების რევიუ
კვირა, 03.07.2010, 03:29pm (GMT+4)

გუშინ გაიმართა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები, სადაც ორი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ”ფრატონ პარკზე” პრემიერ ლიგის აუტსაიდერი ”პორტსმუტი” და ახლადაღზევებული ”ბირმინგემი” დაუპირისპირდნენ. მეორე შეხვედრა კი ლონდონში, ”კრევინ კოტეჯზე” გაიმართა, სადაც მასპინძელი ”ფულჰემი” ტოპ 4-ში შესვლის მსურველ ”ტოტენჰემს” დაუპირისპირდა.

ყველასდა გასაკვირად პრემიერ ლიგის აუტსაიდერმა ”პორტსმუტმა” ნახევარფინალში გააღწია და უემბლიზე თამაშის უფლება მოიპოვა. ”ბირმინგემთან” შეხვედრაში დუბლი ფრანგმა თავდამსხმელმა ფრედერიკ პიკეონმა გაიფორმა. ორივე გოლი მეორე ტაიმის ნახევარში გავიდა. ფრანგმა ჯერ დამატებაზე გაიტანა, შემდეგ კი ორი მცველი ჩამოიტოვა და შედეგად ჯო ჰარტის კარი დალაშქრა.

გოლი ”ლურჯებმაც” გაიტანეს, როდესაც ლიამ რიჯუელმა მეტოქის კარში ბურთი თავით გადაგზავნა, თუმცა რეფერიმ გოლი არ ჩათვალა, რადგან მისი აზრით, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. არბიტრის შეცდომის გასაჩივრების საშუალება ”ბირმინგემს” მიეცემა, მაგრამ ფაქტია - ასოციაციის თასის ნახევარფინალში ”პორტსმუტი” გავიდა.

მეორე შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა. ორ ლონდონურ კლუბს შორის დაპირისპირება საინტერესო გამოდგა, თუმცა გატანილი გოლები არ ყოფილა. ”მამლებში” თავის გამოჩენა გუშინ ვერ შეძლო სასტარტოში მყოფმა რომან პავლიუჩენკომ, რომელმაც მასზე მიცემული ავანსები გაამართლა, გაიტანა რა 3 თამაშში 5 გოლი. მთელი თამაშის განმავლობაში საქმე არ მოჰკლებია მასპინძელთა კიპერს მარკ შვარცერს, რომელიც პრემიერ ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

16 მარტს გადათამაშება შედგება. ამჯერად ”ფულჰემი” და ”ტოტენჰემი” ერთმანეთს ”უაიტ ჰარტ ლეინზე” დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი შედგება. ერთმანეთში ურთიერთობას ”ჩელსი” - ”სტოკისა” და ”რედინგი” - ”ასტონ ვილას” წყვილები გაარკვევენ.

”პორტსმუტი” - ”ბირმინგემი” 2:0 (1:0)
გოლები: პიკეონი 67, 70
”პორტსმუტი”: ჯეიმსი, ჰრეიდარსონი, ფინანი, ბენ ჰაიმი, ბელჰაჯი, ო’ჰარა, ბრაუნი, უტაკა, უილსონი, ბიკეონი, უებერი (დიოპი 85)
”ბირმინგემი”: ჰარტი, კარი, რიჯუელი, ჯონსონი, დანი, ბოიერი, ლარსონი (გარდნერი 84), ფერგიუსონი, ფაჰი (ფილიპსი 72), ჯერომი, მაკფადენი (ბენიტესი 75)
გაფრთხილება: ბრაუნი - ფერგიუსონი

”ფულჰემი” - ”ტოტენჰემი” 0:0 (0:0)
”ფულჰემი”: შვარცერი, ჰანგელანდი, ბეირდი, შოური, ჰიუზი, გერა, დაფი, ეტუჰუ, გრინინგი, დევისი (ელმი 73), ზამორა
”ტოტენჰემი”: გომესი, ბეილი, ბასონგი, დოუსონი, ჩორლუკა, ასუ-ეკოტო, პალასიოსი, მოდრიჩი, კრანჩარი, პავლიუჩენკო (დეფო 81), კრაუჩი
გაფრთხილება: ეტუჰუ

სანდრო ცხვარაძე

სხვა სტატიები:
"სიტიმ" "ჩელსი" დაამარცხა (ვიდეომასალა) (02.27.2010)
პრემიერ ლიგა, 27-ე ტურის მიმოხილვა (02.21.2010)
ასოციაციის თასი, 5-ე რაუნდი. შაბათის მატჩების მიმოხილვა (02.14.2010)
სიტი ბოლტონის ძლევამ ევროსარბიელზე დააბრუნა (02.10.2010)
ჩელსიმ გამარჯვებასთან ერთად, ლიდერობა დაიბრუნა (01.28.2010)
უეინ რუნი, კაცი რომელიც მარტო იგებს (01.24.2010)
არსენალმა ბოლტონი დაამარცხა, ასტონ ვილამ ვესტ–ჰემთან ქულა აიღო (01.18.2010)
ფავორიტებმა ფრეები გაჩარხეს (01.10.2010)
პრემიერ ლიგა, 21-ე ტურის რევიუ (01.10.2010)
სტოკმა ფულემს სძლია (01.06.2010)
გრანდებმა აუტსაიდერები არ დაინდეს (12.31.2009)
ტორესმა ლივერპულს გამარჯვება მოუტანა (12.30.2009)
დედაქალაქურ დერბებში მასპინძლები იგებენ (12.29.2009)
ფავორიტებმა იხეირეს (12.28.2009)
რობერტო მანჩინი: "მე საუკეთესო გუნდი ჩავიბარე" (12.25.2009)
ინგლისში სენსაციებია (12.20.2009)
ინგლისში მასპინძლებმა იხეირეს, არსენალმა ქულები და სესკ ფაბრეგასი დაკარგა (12.17.2009)
მანჩესტერი ლიდერს წამოეწია, ასტონ ვილამ ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა (მთლიანი მატჩები) (12.16.2009)
ლივერპულმა არშავანის გოლით წააგო (12.14.2009)
მანჩესტერმა და ჩელსიმ ქულები დაკარგეს (12.13.2009)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
 » მანჩესტერ იუნაიტედი
 » არსენალი
 » ჩელსი
 » ლივერპული
 » მანჩესტერ სიტი
 » სხვა კლუბები(ინგ)
 » ვესტ ჰემი
 » სანაკრებო დონე(ინგ)
 » მატჩის წინ (ინგლისი)
 » მატჩის შემდეგ(ინგლისი)
 » ტოტენჰემი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
::| ცხელი სიახლე
"ჩელსიმ" ინგლისის ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა
ინგლისში გასავარდნთა ვინაობა გაირკვა. 36–ე ტურის რევიუ
ასოციაციის თასი, 1/4 ფინალი. შაბათის მატჩების რევიუ
"სიტიმ" "ჩელსი" დაამარცხა (ვიდეომასალა)
პრემიერ ლიგა, 27-ე ტურის მიმოხილვა
ასოციაციის თასი, 5-ე რაუნდი. შაბათის მატჩების მიმოხილვა
ჩელსიმ გამარჯვებასთან ერთად, ლიდერობა დაიბრუნა
უეინ რუნი, კაცი რომელიც მარტო იგებს
პრემიერ ლიგა, 21-ე ტურის რევიუ
სტოკმა ფულემს სძლია
გრანდებმა აუტსაიდერები არ დაინდეს
დედაქალაქურ დერბებში მასპინძლები იგებენ
ფავორიტებმა იხეირეს
ინგლისში სენსაციებია
ინგლისში მასპინძლებმა იხეირეს, არსენალმა ქულები და სესკ ფაბრეგასი დაკარგა
მანჩესტერი ლიდერს წამოეწია, ასტონ ვილამ ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა (მთლიანი მატჩები)
ლივერპულმა არშავანის გოლით წააგო
მანჩესტერმა და ჩელსიმ ქულები დაკარგეს
მანჩესტერული რისხვა ლონდონელებს და ლივერპულის ნულოვანი ფრე. მე–15 ტურის რევიუ
სიტი და ბლექბერნი ნახევარფინალში (ვიდეომასალა)
 

Gib Group
[მაღლა]