პრემიერ ლიგის ახალწვეულმა "ვესტ ბრომვიჩმა" ოფიციალურად დაადასტურა უელსელი მეკარის ბოაზ მაიჰილის შეძენა. ტრანსფერის ღირებულებამ 1.5 მილიონი ფუნტი შეადგინა.
"სანდერლენდმა" ოფიციალურად დაადასტურა "უიგანის" 28 წლის ცენტრალური მცველის ტიტუს ბრამბლის შეძენა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი შეადგინა.
ინგლისური ფულჰემის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის თანამდებობაზე ოტმარ ჰიტცფელდის მოპატიჟებას აპირებს, ამის შესახებ ბრიტანული სააგენტოები იუწყებიან. გერმანელი სპეციალისტი ამჟამად შვეიცარიის ნაკრების მესაჭეა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მასთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
"ნიუკასლმა" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა პერსპექტიულ ნახევარმცველ დენ გოსლინგს, რომელიც "ევერტონის" ადმინისტრაციის უხეში შეცდომის გამო თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.
"ლივერპულისა" და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი რაიან ბაბელი "ბირმინგემის" ინტერესებში მოექცა, ამის შესახებ ბრიტანული სააგენტოები იუწყებიან. "ლურჯების" მთავარ მწვრთნელ ალექს მაკლიშს თავდაპირველად "უიგანის" შუახაზელის, ჩარლზ ნ'ზოგბიას გადაბირება სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, ამიტომ გუნდის გაძლიერება ახლა უკვე ბაბელის მეშვეობით განიზრახა.
ინგლისური "სანდერლენდი" "შალკეს" უნივერსალით, ჰაიკო ვესტერმანით დაინტერესდა. ფეხბურთელმა, რომელსაც წესით ახლა სამხრეთ აფრიკაში გერმანიის ნაკრების მაისურით უნდა ეთამაშა, მუნდიალის წინ ტრავმა მიიღო და იოაჰიმ ლოვის განაცხადს მიღმა დარჩა.
ფულემმა გახსნა თავისი საზაფხულო სატრანსფერო შენაძნების სია და პირველი ამ სიაში არსენალის შვეიცარიელი მცველი ფილიპ სენდეროსი აღმოჩნდა.კლუბმა ფეხბურთელთთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა...
"ვესტ ბრომვიჩმა" ოფიციალურად დაადასტურა მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველის პაბლო იბანიესის შეძენა. ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ახალწვეულს სრულიად უფასოდ ერგო.
"პორტსმუტის" თავდამსხმელმა არუნა დინდანმა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე წინადადება ჰქონდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ კარიერა კატარში გააგრძელოს.
პრემიერ ლიგის მესამე საგზური წილად "ბლექპულს" ხვდა, რომელმაც ჩემპიონშიფის პლეიოფის ფინალში "უემბლიზე" უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3–2 დაამარცხა.
"პორტსმუტის" თავკაცი ავრაამ გრანტი, რომლითაც ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის "ვესტ ჰემი", კვირას, ასოციაციის ფინალის თასის შემდეგ "პორტსმუტის" დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
"ასტონ ვილას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფაბიან დელპი ტრავმირებულია. ინგლისელი მედიკოსების ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს, სერიოზული მუხლის ტრავმა აწუხებს. რენტგენის გადაღების შემდეგ, ფაბიანს ძალიან სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, ექიმების განმარტებით დელპის სრულად გამოჯანმრთელებას საკმაო დრო დასჭირდება.
ლონდონის "ჩელსის" გარემარბი ფლორან მალუდა და "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი მარტის თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო მწვრთნელად დასახელდნენ.
ინგლისური ფეხბურთის გრანდები, "არსენალი" და "ლივერპული" "უიგანის" თავდამსხმელით, უგო როდალეგათი დაინტერესდნენ, ამის შესახებ manchestereveningnews იტყობინება.
მექსიკური "კრუს ასულის" და პარაგვაის ნაკრების ნახევარმცველის კრისტიან რივეროსის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის ტრანსფერი "სანდერლენდში" თითქმის უკვე დასრულებულია.
"ფულჰემის" თავდამსხმელი სტეფაონი ოკაკა ჩუკა, რომელიც "რომას" საკუთრებაა, და ლონდონურ კლუბში არენდის წესით თამაშობს, აცხადებს, რომ ინგლისში ბედნიერია და ეცდება თანდათან მეტი სათამაშო დრო მოიპოვოს.