სორენსენი ისტორიაში შევიდა კვირა, 12.13.2009, 12:18am (GMT+4)
"სტოკ სიტის" დანიელი გოლკიპერი ტომას სორენსენი კლუბის ისტორიაში შევიდა, ამის შესახებ France Football იტყობინება. დღეს "უიგანთან" შეხვედრაში სორენსენმა თერთმეტმეტრიანი მატჩის უკანასკნელ წუთზე მოიგერია, რითაც გუნდს ქულა შეუნარჩუნა, თავად კი შესაშური მაჩვენებელი დააფიქსირა – ბოლო ოთხ მატჩში მოგერიებული მესამე პენალტი!