"ბარნლიმ" ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ბრაიან ლოუსი გახლავთ. კლუბმა მასთან კონტრაქტი 2.5 წლით გააფორმა.
"ბორდოსფერთა" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბარნლი" აღფრთოვანებულია ბრაიანის პროგრესირებით მის ყოფილ კლუბ "შეფილდ უენსდიში". ასე რომ ოუენ კოილს, რომელიც გასულ კვირას "ბოლტონში" გადავიდა, შემცვლელი უკვე უპოვეს - ბრაიან ლოუსი.
წინა ოთხშაბათს ჩემპიონშიპის "დონკასტერმა" განაცხადა, რომ "ბარნლი" გუნდის მთავარ მწვრთნელ შონ ო'დრისკოლთან მართავდა მოლაპარაკებებს. გავრცელებული ხმების მიხედვით, ო'დრისკოლს პრემიერ ლიგაში გადაბარგება არ ეღირსა, რადგან კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. "როვერსმა" კომპენსაციის სახით 1 მილიონი ფუნტი მოითხოვა.
48 წლის ლოუსი ახალგაზრდობაში სწორედ "ბარნლის" ღირსებას ითხოვდა, ამიტომ "ტერფ მური" მისთვის უცხო არ არის. ახალ პოსტზე ბრაიანს "უენსდიში" მისი ასისტენტი რასელ უილკოკსი დაეხმარება, ხოლო გრემ ალექსანდერი კვლავ გუნდის კაპიტნად რჩება.
"დარწმუნებული ვარ "ბარნლის" გულშემატკივართა ნაწილი იკითხავს: "რატომ ბრაიან ლოუსი?". მათ მე ვუპასუხებ: "მე "ბარნლიში" 16 წლის ასაკში მოვედი, ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა და მე ვამაყობ, რომ სწორედ "ბარნლის" მწვრთნელობა და პრემიერ ლიგაში მუშაობა მომიწია"
"ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ოუენ კოილმა კლუბში მართლაც კარგად იმუშავა. მას არავინ გაკიცხავს, მათ შორის არც მე. მან გულშემატკივრები კარგ თამაშს მიაჩვია და ვეცდები იგივე გავაგრძელო. რაც შეეხება ჩვენს მიზანს - ჩვენი მიზანია პრემიერ ლიგაში დარჩენა და ღირსეული ასპარეზობაა" - განუცხადა ლოუსმა "ბარნლის" ოფიციალურ საიტს.