"ბოლტონმა" ამერიკის ნაკრების ნახევარმცველი სტიუარტ ჰოლდენი დაიმატა. ფეხბურთელი "რიბოკ სტეიდიუმზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
24 წლის ფეხბურთელს თავის ყოფილ კლუბს "ჰიუსტონ დინამოში" კონტრაქტი ამოეწურა. იანვარში მან ინგლისში სინჯები გაიარა და პირადად შეხვდა "ბოლტონის" თავკაც ოუენ კოილს. ასე რომ ჰოლდენი იანვარში "ბოლტონის" რიგით მეორე ტრანსფერი გახდა. ნახევარმცველთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე გაფორმდა. რამდენიმე დღის წინ კოილმა ასევე "მანჩესტერ სიტიდან" სლოვაკი გარემარბი ვლადიმერ ვაისი არენდით აიყვანა.
2005 წელს ჰოლდენმა კონტრაქტი "სანდერლენდთან" გააფორმა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში ნიუკასლში მას თავს დაესხნენ და სასტიკად ცემეს, რის გამოც დაუზიანდა თვალი. მაშინ ამერიკელი 19 წლის იყო და ისე დაბრუნდა სამშობლოში, რომ "კატების" შემადგენლობაში ერთი მატჩის არ ჩაუტარებია.
"სტიუარტი ჩვენთან ერთად უკვე კარგა ხანია ვარჯიშობს. ის ძალიან ენერგიული და გამძლეა. მას სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშს იმსახურებს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ამის დამტკიცება შეუძლია" - ამბობს კოილი.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლდენს ამერიკის ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. მის აქტივში 2 გატანილი გოლია. "ბოლტონში" თამაშით მას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის უფლება მოიპოვოს.
