ტორესს კონფედერაციის თასზე თამაში უნდა კვირა, 04.12.2009, 11:57pm (GMT+4)
თუ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, მაშინ ტორესისთვის საკლუბო სეზონი 27 მაისს დასრულდება, კონფედერაციის თასის პირველ მატჩს კი, ესპანეთის ნაკრები 17 ივნისს ერაყის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
"ამ ზაფხულს კონფედერაციის თასზე აუცილებლად უნდა ვითამაშო. შესაძლოა, ამან მომავალი სეზონისთვის ჩემს მზადებაზე გარკვეული კვალი დატოვოს, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში 19 თამაში ჩავატარე და 11 გოლი გავიტანე, რაც ურიგო შედეგი სულაც არაა (გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 33 გოლი გაიტანა). მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონის შემდეგ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რათა მომავალ გათამაშებას 100 პროცენტით მზადყოფნაში შევხვდე. თუ ტრავმები ხელს არ შემიშლის, შესაძლოა, შემდეგ გათამაშებაში მეტი გოლის გატანა მოვახერხო" - განუცხადა ტორესმა AP-ს. მიმდინარე სეზონში, ტორესს მუხლთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეექმნა პრობლემა და შეხედრათა არცთუ მცირე რაოდენობის გამოტოვება მოუხდა.