დერბი და სპეარინგი ახანგრძლივებებენ კვირა, 04.19.2009, 05:23pm (GMT+4)
"News Of The World"-ის ცნობით სტეფან დარბი და ჯეი სპეარინგი უკვე ასრულებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით.
სტეფან დერბი 20 წლის მარჯვენა ნახევარმცველია, რომელიც ჯერ ახალგაზრდული აკდემიის და შემდეგ კი სარეზერვო გუნდის კაპიტანი იყო, მათ შორის წინა სეზონშიც, როცა ლივერპულის სარეზერვო გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა. მან უკვე შეათანხმა კონტრატის დეტალები და გასარკვევი მხოლოდ ამ კონტრაქტის ხანგრძლივობა დარჩა. სავარაუდოდ იგი ენფილდზე 2012 წლამდე დარჩება...
ჯეი სპეარინგიც ასევე სულ მალე მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს. ისიც ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია ახალგაზრდული გუნდის და რაფა ბენიტესმა მისი ძალები პირველ გუნდში უკვე მოსინჯა. სპეარინგს უკვე ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშები და თანაც მადრიდის რეალთან.
ყველაზე მთავარი და სასიხარულო კი ისაა, რომ ორივე ფეხბურთელი ლივერპულში დაბადებული და ამ კლუბის აღზრდილია...