"მანჩესტერ სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გუნდის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის ყოფილი კლუბის, "ინტერის" ფეხბურთელების დამატება აქვს გადაწყვეტილი.
"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, "ქალაქელების" რიგები შეიძლება დუგლას მაიკონმა და ივან კორდობამ შეავსონ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება, სათადარიგო ვარიანტად კი მანჩინის ჯორჯო კიელინი ჰყოლია შეგულებული.