სიტის ხამშიკის გადაბირება სურს ორშაბათი, 01.11.2010, 09:06am (GMT+4)
მანჩესტერ სიტი დაინტერესებულია იტალიური ნაპოლის ნახევარმცველით მარეკ
ხამშიკით, იუწყება Tutto Mercato Web – ი. ქალაქელები მოლაპარაკებებს
ზაფხულის დასაწყისში დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მთავარი
მწრთნელი რობერტო მანჩინი კარგად იცნობს აღნიშნულ ფეხბურთელს, ვინაიდან
ინტერში მწვრნთელობისას იგი ცდილობდა მის გადაბირებას.