რობინიო "სანტოსში" გადავიდა პარასკევი, 01.29.2010, 01:29am (GMT+4)
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რობინიო სამშობლოში დაბრუნდა და არენდის წესით "სანტოსში" ჩაირიცხა, ამის შესახებ "ქალაქელების" ოფიციალური საიტი იტყობინება. შეთანხმება ძალაში უახლოეს დღეებში შევა, ხოლო მისი ვადა 2010 წლის 4 აგვისტოს იწურება. ფეხბურთელი ბრაზილიაში კვირას გაემგზავრება. ცნობილია ისიც, რომ "სანტოსმა" "სატანას" ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის ხელფასი და ბონუსები.
შეგახსენებთ, რომ რობინიო "სიტიში" 2008 წლის ზაფხულში "რეალიდან" 32.5 მილიონ ფუნტად გადავიდა. "მას რეგულარულად თამაში სჭირდება, რისი გარანტიის მიცემაც არ შეგვეძლო, შესაბამისად, ვფიქრობ ეს ნაბიჯი მის კარიერაზე დადებითად იმოქმედებს. რობინიოს ბრაზილიაში დიდი წარმატებების მიღწევას ვუსურვებთ", – განაცხადა "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.