ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო ; რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3
 
ევროტურნირები » ჩემპიონთა ლიგა
 
"არსენალი" და "ბაიერნი" მეოთხედფინალში (მთლიანი მატჩები)
ოთხშაბათი, 03.10.2010, 08:41am (GMT+4)

გუშინ "არტემიო ფრანკისა" და "ემირეიტს სტეიდიუმის" ტრიბუნებზე განსაკუთრებული მღელვარება იყო, ისინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩებს მასპინძლობდნენ. ფლორენციაში "ფიორენტინა" "ბაიერნს" ხვდებოდა და მიუნხენში წაგების მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლის არცთუ ცუდ შანსებს ინარჩუნებდა. საბრძოლო შემადგენლობით მოასპარეზე "რეკორდმაისტერის" ერთადერთი ამოცანა კი არწაგება, ან სასურველი ანგარიშით მარცხი გახლდათ, გერმანელებმაც საბოლოოდ სწორედ ამ უკანასკნელის შესრულება შეძლეს.

მატჩი იტალიელთა შეტევებით დაიწყო და 28–ე წუთზე ვან ბუიტენის შეცდომის შემდეგ ვარგასმა მასპინძლები დააწინაურა. "ბაიერნმა" მყისვე შეტევების წამოწყება ვერ შეძლო, თუმცა ტაიმის ბოლოს რობენს საგოლე შანსი მაინც მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 9 წუთში იოვეტიჩმა გერმანელებს კიდევ ერთხელ გადაავლო ცივი წყალი და საკუთარი გუნდი 2:0 დააწინაურა, ეს გოლი "ბაიერნისთვის" ბევრს არაფერს წყვეტდა, საპასუხო ბურთის გატანა მის აქამდეც აუცილებელი იყო, უბრალოდ თუ 1:1 შემდეგი ეტაპის საგზურს აძლევდა, ახლა მხოლოდ გერმანული მატჩის ანგარიშის გამეორებას შეძლებდა და დამატებითი დრო დაინიშნებოდა. ვან ბომელის მიერ გატანილმა გოლმა თითქოს მოვლენების ამგვარი განვითარებისკენ მიგვანიშნა, მაგრამ ასე არ ფიქრობა იოვეტიჩი, მან საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, და არტემიო ფრანკიც ზეიმმა მოიცვა, რომელიც... მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა, რობენმა ცენტრიდან გათამაშებული ბურთი მიიღო, მეკარეს გახედა და ულამაზესი შორეული დატყმით ანგარიში 3:2 გახადა. დარჩენილ ნახევარ საათში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, განსაკუთრებით კარგად ეს ამჯერად უკვე მიუნხენელებს გამოსდიოდათ, რობენმა კიდევ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, "ფიორემ" კი საბოლოო შტურმის მოწყობა ვერაფრით მოახერხა და მოგების მიუხედავად მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა "ბაიერნს" დაუთმო.

ანალოგიური მდგომარეობა გახლდათ მატჩის წინ ლონდონშიც; სადაც "არსენალი" პორტუგალიაში განცდილი მარცხის გაბათილებას ცდილობდა, თუმცა ამისთვის საკმაოდ კარგად დაბალანსებული "პორტუ" ტრავმირებული კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის გარეშე უნდა დაემარცხებინა. ვენგერმა, როგორც ყოველთვის, თამაში შეტევებზე ააგო და არც შემცდარა. თავდასხმის მისეულა ვარიანტმა კი კიდევ ერთხელ გაამართლა, ბენდტნერმა ჰეთ–თრიკი შეასრულა და გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. ეს ერთ–ერთი იმ მატჩთაგანი გახლდათ, რომელშიც "მეთოფეებს" ყველაფერი გამოსდიოდათ, მათ მეტოქეს კი – არაფერი. საბოლოოდ, ტაბლოზეც შესაბამისი შედეგი დაფიქსირდა, 5:0 "არსენალის" სასარგებლოდ და "დიდი ფრანგის" კრებული მთავარი ევროპული ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებს. თუ ამ ფაქტს პრემიერლიგის ლიდერთა სამეულის სრულფასოვან წევრობასაც დავამატებთ, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ამ შემადგენლობით "არსენალისგან" ამას არავინ ელოდა, კიდევ ერთხელ ბრავო ვენგერს!

ორივე გუშინდელი მატჩის ვიდეომასალა fanebi.com–მა live რეჟიმში შემოგთავაზათ http://fanebi.com/article/videos/matchgoal/9429/

ეს კი ორივე შეხვედრის სრული ჩანაწერი ჩვენს ფორუმზე: http://forum.fanebi.com/index.php?showtopic=7371


ბექა ჯღარკავა

სხვა სტატიები:
ჩემპიონთა ლიგა: სავარაუდო შემადგენლობები (03.09.2010)
ფიორენტინა – ბაიერნის მატჩი შესაძლოა არ შედგეს (03.09.2010)
იტალიელები და ინგლისელები რევანშისთვის ემზადებიან (03.09.2010)
გუტი: "მე "ლიონს" გრანდებს ვერ მივაკუთვნებ! " (03.07.2010)
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები (02.25.2010)
ჰიმენესი კმაყოფილია მაგრამ... (02.25.2010)
მზადება დიდი საფეხბურთო საღამოს წინ. "ინტერი" - "ჩელსი". პრევიუ (02.24.2010)
ბეგირისტაინი "შტუტგარტს" აქებს (02.23.2010)
არსენალის მეკარის ხარჯზე მოგებული თამაში და ბაიერნის სამი ქულა ალიანსზე (02.18.2010)
"პორტუ" - "არსენალი". პრევიუ (02.17.2010)
რუნი, ფლეტჩერი და რა თქმა უნდა ვან დერ სარი (02.17.2010)
ლიონი – რეალი (პრევიუ) (02.16.2010)
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულდა (12.18.2009)
რონალდინიო – ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი (12.11.2009)
რუბინის წაგება სალუქვაძეს დაბრალდა (12.10.2009)
რუბინი მორიგ სენსაციას ვერ შესწვდა, ფავორიტებმა იხეირეს (12.10.2009)
ინტერი შეტევით,ფიორე დაცვით! (12.09.2009)
ბაიერნის სრული ტრიუმფი ტურინში და კალაძე მერვედფინალში (12.09.2009)
იუვენტუსი და ბაიერნი დღეს ბეწვის ხიდზე გაივლიან (12.08.2009)
მანჩესტერის 4 წლიანი სერია ბეშიქთაშმა შეწყვიტა, ბაიერნს შანსი დარჩა... (11.26.2009)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
 » ჩემპიონთა ლიგა
 » უეფა
 » ინტერტოტო
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

Adidas, ადიდასი

::| ცხელი სიახლე
ვან გაალს, მაურინიოსთვის "ხეზე ასვლაც" უსწავლებია
მიუნხენის "ბაიერნი" - მილანის "ინტერი" (ჩემპიონთა ლიგის ფინალი)
5 გასაღები
ჩემპიონთა ლიგის ფინალს ჰოვარდ ვები განსჯის
"ბარსელონა" Vs "ინტერი" 1-0
ბარსელონა – ინტერი (გუნდების შემადგენლობები)
ბარსელონას ფანებმა ინტერის გულშემატკივრებს კომფორტი დაურღვიეს
"ბარსელონა" Vs "ინტერი" სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი – ბაიერნი 0:3
დღეს სტანდ ჟერლანდზე პირველი ფინალისტი გაირკვევა
"ბაიერნი" – "ლიონი" შემადგენლობები
მესი მეექვსეა!
ბარსელონა - არსენალი 4:1
"ბარსელონა" – "არსენალი". პრევიუ
ბაიერნი – მანჩესტერი, ლიონი – ბორდო: გუნდების შემადგენლობები
პირველად 2002 წლის შემდეგ და ფრანგული დერბი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა
ჩელსისა და სევილიას ფიასკო
რეალის დაცემა და რუნის ბენეფისი ოლდ ტრაფორდზე
ოლდ ტრაფორდზე სასწაულისა და ბექჰემის მოლოდინში
 

Gib Group
[მაღლა]