4 დღე
დონეცკის შახტარი
დონეცკის "შახტარი" დაარსდა 1936 წელს. დონეცკური კლუბის პრეზიდენტი გახლავთ, რინატ ახმეტოვი, რომელიც კლუბს სათავეში უდგას 1996 წლიდან. ხოლო მთავარი მწვრთნელი რუმინელი მირჩა ლუჩესკუა.
უკრაინის ჩემპიონი, ის 2002, 2005, 2006, 2008 წლებში გახდა. უკრაინის თასი კი ექვსჯერ მოიპოვა, 1995, 1997, 2001, 2002, 2004, 2008 წლებში.
დონეცკის "შახტარის" სტადიონი, რომელსაც "ოლიმპისკი" ჰქვია, აშენდა 1958 წელს და 25 678 გულშემატკივარს იტევს.
თუმცა ახლა "შახტარს" უშენდება გრანდიოზული სტადიონი "დონბას არენა", რომელიც 50 000 მაყურებელზეა გათვლილი, ის 400 მილიონი ჯდება და 2009 წლის აგვისტოში გაიხსნება.