წლების მანძილზე თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატისათვის ახალი ბურთი იქმნებოდა.ამ ტრადიციას, ბუნებრივია საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა,როცა ურუგვაიში პირველად გაიმართა მუნდიალი.მას შემდეგ ბურთმა უამრავი ცვლილება განიცადა, შეიცვალა დიზაინი,ფერი და გარეგნობა.
მოდით განვიხილოთ ბურთის ცვლილება ფოტოების მეშვეობით:

პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში გაიმართა, სწორედ ამ ბურთით თამაშობდნენ,თუმცა ფინალურ მატჩში, სადაც მასპინძლები არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, საინტერესო ფაქტი მოხდა:გადამწყვეტ მატჩში ფეხბურთელებმა ორი ბურთით ითამაშეს ,პირობითად ''არგენტინულით'' პირველი ნახევარი,ხოლო ''ურუგვაიულით'' _მეორე და გადამწყვეტი.
აი მეორე ბურთიც:

***

''ფედერალი-102'' სწორედ ასე ერქვა იმ ბურთს,რომლითაც 1934 წელს იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.
***

''ალენი'' ასე ერქვა ბურთს, რომლითაც 1938 წელს ფრანგულ მუნდიალზე ითამაშეს.
***

''სუპერ დუპლო T''
1950 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი.
***_

1954 წლის შვეიცარიაში გამართული მუნდიალის ოფიციალური ბურთი.
***

ოფიციალური ბურთი 1958 წელს შვედეთში გამართული მუნდიალისა.
***

Crack
სწორედ ასე ერქვა ჩილეში 1962 წელს გამართული მუნდიალის ბურთს.
***

''Slazenger'' სპეციალურად 1966 წლის ინგლისური მუნდიალისათვის შექმნილი ბურთი.
***

''Adidas Telstar'' 1970 წლის მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი.აღსანიშნავია,რომ სწორედ ეს იყო პირველი ბურთი ,რომელიც შავ-თეთრი სექციებით გააფორმეს.აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს,რომ ორფეროვანი ბურთი უკეთ გამოჩნდებოდა მაშინდელ შავ-თეთრ ტელევიზორებში.
***
1974 წლის გერმანულ მუნდიალზე ისევ ''Adidas Telstar''-ი გამოიყენეს.
***

Adidas Tango Durlast სწორედ ეს ბურთი გამოიყენეს 1978 წელს არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.აღსანიშნავია,რომ FIFA-მ სწორედ ეს დიზაინი შეინარჩუნა შემდგომი 20 წლის განმავლობაშივ.
''Adidas Tango Durlast'' მაშინ არნახულად ძვირი 80 დოლარი ღირდა.ყველაზე ძვირი მის ყველა წინამორბედზე.
***
1982 წელს ესპანეთში გამართული მუნდიალისათვის დიზიანი იგივე დარჩა ,მხოლოდ სახელი შეუცვალეს და ''Adidas Tango Espana'' უწოდეს.
ესპანურ მუნდიალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირედაბა ,სწორედ აქ შექმნეს პირველად ბურთი სინტეტიკური მასალისგან და არა ტყავისგან ,როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.
***

Adidas Azteca
1986 წლის მექსიკის მუნდიალის ოფიციალური ბურთი.ამ ბურთის შექმნა დიზაინერებს შთააგონა აცტეკურმა ხელოვნებამ და არქიტექტურამ.
***

Adidas Etrusco Unico
ეს არის 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი.ამ ბურთის შექმნისას დიზაინერებმა გამოიყენეს ეტრუსკული კულტურის ელემენტები.
***

Adidas Questra
ოფიციალური ბურთი 1994 წელს აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისა.
***

Adidas Tricolore
1998 წლის ფრანგული მუნდიალის ოფიციალური ბურთი.იგი შემკულია საფრანგეთის სამფეროვანი დროშის ფერებით და ფრანგთა ეროვნული სიმბოლოს _ მამლის გამოსახულებით.
აღსანიშნავია,რომ ამ ბურთის დიზაინში პირველად გამოიყენეს შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც.
***

Fevernova Adidas
2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი.
ამ ბურთს დასაწყისშივე აკრიტიკებდნენ,თუმცა მან მაინც მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში გარდატეხა.ამ ბურთით საფუძველი დაედო იმ დიზაინის შეცვლას,რომელიც 1978 წლიდან იყო დამკვიდრებული.
***

Adidas Teamgeist
ამ ფოტოზე ზინედინ ზიდანი წარმოგვიდგენს 2006 წლის გერმანიაში გამართული მუნდიალის ოფიციალურ ბურთს. მისი შემქმნელები ამტკიცებენ,რომ ეს ყველაზე მრგვალი ბურთია ფეხბურთის ისტორიაში.
***

Jabulani
და ბოლოს 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ოფიციალური ბურთი.მას "Jabulani" ეწოდა ,რაც ზულუს ენაზე ''დღესასწაულს'' ნიშნავს.