დავით კვირკველია ანჟიში ჩაირიცხა
Saturday, 03.13.2010, 05:32pm
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავით კვირკველია მახანჩკალის ანჟიში გადავიდა. მოგეხსენებათ, 2008–2009 წლებში ყაზანის რუბინში გამოდიოდა და ახალ გუნდში 2 ნომრიან მაისურს მოირგებს. ამასთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. შეგახსენებთ, რომ კვირკველიას გარდა, ანჟიში რევაზ ბარაბაძე, ნუკრი რევიშვილი, დავით ილურიძე და გოჩა ხოჯავა ჩაირიცხნენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ანჟისა და ნალჩიკის სპარტაკის შეხვედრა მიმდინარეობს და დავით კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იმყოფება.
|
|
 |
"რომას" სელექციონერები ვერმაელენის შეძენით დაინტერესდნენ
Saturday, 03.13.2010, 04:09pm
"რომას" სელექციონერები "არსენალის" ახალგაზრდა უკანა ხაზელის ტომაშ ვერმაელენის გადმობირებით დაინეტერესდნენ. ბელგიელი ვუნდერკინდი მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, მას უამრავი გოლი გააქვს, სწორედ მისი წყალობით მოხდა, რომ პრემიერ–ლიგის ერთ–ერთ ტურში ბომბარდირთა დავაში ვერმალენს მე–2 პოზიცია ეკავა, ეს კი მცველისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა. გარდა საგოლე ალღოსი, იგი დაცვაშიც დიდებულად ასპარეზობს, ასე რომ ევროპული გრანდების მისდამი დაინტერესება სრულიად გასაგებია.
|
|
 |
ადრიანო:"ბევრი ფეხბურთელი სვამს..."
Saturday, 03.13.2010, 03:44pm
"ფლამენგოს" ბრაზილიელი თავდამსხმელი აცხადებს, რომ თავისი მთავარი პრობლემა მოგვარდა, ანუ მან დალევას დაანება თავი და მავნე ჩვევაც მოიშორა. ადრიანომ 'ბოთლი' შეყვარებულთან წარუმატებელი რომანის შემდეგ აიღო ხელში და მას შემდეგ დაიწყო მისი პრობლემებიც... რამოდენიმე თვის შემდეგ ბრაზილიელს მამა გარდაეცვალა, ამან ორმაგად იმოქმედა ფეხბურთელზე, იგი დღითი დღე ახალ სკანდალებში ეხვეოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრიანომ თავის მოკვლაც კი სცადა, შემდეგ იყო გამოსაჯანმრთელებელი კურსები და ბოლოს ყველაფერი მოგვარდა, ახლა უკვე ადრიანო ევროპაში დასაბრუნებლად ემზადება.
|
|
 |
ქართველები და გერმანელები ელიტ–რაუნდამდე დღეს წაიბურთავებენ
Saturday, 03.13.2010, 02:19pm
საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, გერმანელ თანატოლებს დღეს ამხანაგურად ფრანკფურტის სტადიონის გვერდით მდებარე არენაზე ჩაატარებენ მატჩს. ქართველი 17 წლამდელები ხუთშაბათს გერმანიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ.
|
|
 |
ძაკერონი:"ფეხბურთელები ყველა დავალებას სრულფასოვნად ასრულებენ"
Saturday, 03.13.2010, 02:04pm
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია, მისი თქმით ფეხბურთელები თავკაცის დავალებას სრულფასოვნად ასრულებენ და ახლო მომავალში სერიოზულ წარმატებასაც მიაღწევენ.
|
|
 |
პროფესორი ლოვატი ნესტას ტრავმით გაკვირვებულია
Saturday, 03.13.2010, 01:57pm
ალესანდრო ნესტას ტრავმა ფეხბურთში ძალიან იშვიათია, მან მუხლი მოიტეხა, ეს კი ურთულესი მოსაშუშებელია. ეს ყველაფერი სტეფანო ლოვატიმ იტალიელ მცველთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.
|
|
 |
Page 1/529: [1] 2 3 4 5 6 7 ... || »
|