ლიონს ბენზემას შენარჩუნება სურს პარასკევი, 06.19.2009, 05:59pm (GMT+4)
Sky Sports-ის ცნობით, ლიონელებს ბენზემას გაშვება არ უნდათ, თუმცა, ფეხბურთელს იტალიური “ინტერი”, ესპანური “რეალი” და ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” უტრიალებენ და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზანსაც მიაღწევს.“ქარიმმა მითხრა, რომ კიდევ ერთი სეზონი დარჩენა სურს, თუმცა, თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუ და კაკაც ასე ფიქრობდნენ. მადრიდის “რეალი” ცუნამივითაა, რომელიც “ჩელსის”, “სიტისა” და “მანჩესტერის” პროვოცირებას ახდენს. ბენზემას გაშვება ნამდვილად არ გვსურს, თუმცა, ამ გრანდების მოგერიება ძალიან გაგვიჭირდება”, - განაცხადა ოლამ.