შამახი დარჩენას არ გამორიცხავს კვირა, 08.16.2009, 08:40pm (GMT+4)
"სოშოსთან" უმძიმესი გასვლითი გამარჯვების შემდეგ (3:2) "ბორდოს" თავდამსხმელმა მარუან შამახმა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, "Canal პლიუსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად ინგლისური კლუბების მისი პერსონით დაინტერესებისა, სულაც არაა გამორიცხული "ბორდოში" გააგრძელოს ასპარეზობა.
"ვიცი, რომ პრემიერლიგიდან მეპატიჟებიან, მაგრამ კლუბს ჩემი გაყიდვა მხოლოდ გრანდში სურს, "ფულჰემი" და "ვესტ ჰემი" კი ასეთებს ნამდვილად არ განეკუთვნებიან, ასე რომ მე მზად ვარ მიმდინარე სეზონი "ბორდოში" გავატარო, თუმცა კონტრაქტს ალბათ არ გავაგრძელებ და მომავალ წელს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვებ", - ამბობს შამახი, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აწყობთ "ჟირონდელებს" მოვლენების ასეთი განვითარება.