გიორგი მაკარიძე ლე მანის ძირითადში კვირა, 11.29.2009, 08:30pm (GMT+4)
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის პირველი ლიგის შეხვედრა, ლე მანისა და სენტ–ეტიენს შორის, რომელშიც ფრე, 1:1 დაფიქსირდა. მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი გოლკიპერი გიორგი მაკარიძე, რომელმაც სრულად ჩაატარა შეხვედრა. ეს გიორგის დებიუტი იყო ფრანგული კლუბში, რაც ძალიან სასიხარულოა. შეგახსენებთ, რომ "ლე მანის" ძირითადი მეკარე ყოფილი "დინამოელი" დიდიე ოვონოა.
fanebi.com უახლოეს წუთებში ამ მატჩის ვიდეომასალას შემოგთავაზებთ, ხვალ კი ჩვენს ფორუმზე მისი სრული ჩანაწერის ნახვა შეგეძლებათ.