მანსინი შესაძლოა მარსელში გადავიდეს პარასკევი, 01.08.2010, 02:04pm (GMT+4)
მილანის ინტერის მცველი ამანტინო მანსინი შესაძლოა უახლოეს მომავალში
ფრანგული მარსელის მაისური მოირგოს. მხარეებს შორის შეთანხმება დასასრულს
უახლოვდება და ფრანგული მხარე მანსინის არენდის სახით ნახევარი წლით
აიყვანს. მიმდინარე სეზონში აღნიშნულმა ფეხბურთელმა 6 თამაში ჩაატარა
სერია ა–ში, ხოლო ერთი ჩემპიონთა ლიგაზე.