საფრანგეთში ფავორიტები უხეიროდ გაისარჯნენ კვირა, 02.07.2010, 02:31pm (GMT+4)
გუშინ საფრანგეთის პირველი ლიგის 22–ე ტურის მატჩები გაიმართა საფრანგეთის
სხვადასხვა ქალაქებში. პსჟ–მ საკუთარ მოედანზე ლორიენი მიიღო და დიდი
ანგარიშით 3:0 დამარცხდა. ნიცასა და ლილს შორის გამართული შეხვედრა ფრედ
1:1 დასრულდა. გრენობლი, რომელიც სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება
ფავორიტად მიჩნეული ოსერი არც მეტი და არც ნაკლები 5:0 გაანადგურა. კიდევ
ერთი ფრე დაფიქსირდა სოშოსა და ნანს შორის, სადაც 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე
1:1 ეწერა. ლანსმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი ლე მანი მიიღო და
მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. მონპელიემ სტუმრად ბულონი 2:0
დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ჩემპიონობისთვის. პირველ
ადგილოსანმა ბორდომ კი მოულოდნელად რენთან 4:2 დამარცხდა. საფრანგეთის
ჩემპიონატის ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა დღეს გაიმართება.