საფრანგეთში მასპინძლები ხეირიანად გაისარჯნენ ორშაბათი, 02.08.2010, 02:40pm (GMT+4)
გუშინ საფრანგეთის 23–ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. მარსელმა
საკუთარ სტადიონზე ვალანსიენი მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1
დაამარცხა სტუმართა გუნდი. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა სენტ ეტიენსა და
მონაკოს შორის შეხვედრაში, სადაც მასპინძლებმა დამაჯერებელი ანგარიშით 3:0
დაამარცხეს მონაკო. ლიონმა ქულები დაკარგა ტულუზასთან შეხვედრაში, ლიონმა
სტუმრად ტულუზას ფრე 1:1 ეთამაშა.