ყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი და ახლა უკვე ფრანგული მონაკოს აზიელი შემტევი ნახევარმცველი პარჩ ჩუ იანგი კარგად შეეწყო გუნდს და აპირებს რომ იგი იყოს ამ 4 წლიანი კონტრაქტის განმავლობაში საფრანგეთის ნომერ პირველი ფეხბურთელი.23 წლის ფეხბურთელი აცხადებს რომ მისთვის დიდი პატივია ასეთ კლუბში მოხვედრა.მონაკოს კი ეს ტრანსფერი 3 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ყოფილი მეთოფე სილვიან ვილტორდი აღარსად გადადის და კვლავ ფრანგულ რენეში რჩება.ბევრი საუბრები იყო იმის შესახებ რომ მისი გადასვლა იგეგმებოდა სოშოში და ამაზე სოშომ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა,თუმცა როგორც რენეს თავკაცობა იტყობინება ვილტორდმა თავად არ მოინდომა სოშოში გადასვლა და რენეში ითამაშებს ზამთრის ტრანსფერებამდე.
ბენ არფამ კვლავ ტრამვა მიიღო.ეს მოხდა მარსელსა და სოშოს შორის გამართულ მატჩში.როგორც ვიცით ეს მატჩი სოშოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.ამ ტრამვის გამო იგი გამოტოვებს სანაკრებო დონეზეც მატჩებს,რომელიც საფრანგეთმა უნდა გამართოს ავსტრიასთან და სერბეთთან.ეს საკმაოდ დიდი დანაკლისია ფრანგებისთვის