�ვიტ ჯორჯიას� ფეხბურთელმა კი... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმის თქმა გვინდოდა, რომ საქართველოში სულ სხვა სოციალური გარემოა, ვიდრე სლოვენიაში, რომელიც ევროკავშირის წევრია და ეკონომიკაში მკვეთრი წარმატებები აქვს. მშვიდი, მზარდი და მოწესრიგებული ქვეყანა - იუგოსლავია რომ იშლებოდა და დიდი ბათქაბუთქი ატყდა, სლოვენია ამ ორომტრიალიდან ისე გამოვიდა, თოფი არავის უსვრია. სლოვენიას ომი არ შეხებია და ვინძლო, ამიტომაც არის კოხტა მხარე.
როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და სოციალისტური იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა, თბილისი და სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა დაძმობილებული ქალაქები იყვნენ. დამოუკიდებლობის შემდეგ ძველი მეგობრობა გაქრა, ევრო 2000-ის შესარჩევში კი საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თბილისური შეხვედრა 1:1 დასრულდა, ჩვენგან გოლი ზაზა ჯანაშიამ გაიტანა, სლოვენიაში კი მასპინძლებმა 2:1 დაამარცხეს იოჰან ბოსკამპის გაწვრთნილი საქართველო - გოლები მილენკო აჩიმოვიჩმა და ზლატკო ზაჰოვიჩმა გაიტანეს, ჩვენგან კი თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა. იმ პერიოდში აჩიმოვიჩი და ზაჰოვიჩი ევროპული დონის ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, მათი სლოვენია ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გავიდა, 2 წლის შემდეგ კი მუნდიალზეც ითამაშა კორეა/იაპონიაში.
ახლა კი ზაჰოვიჩი �მარიბორის� მენეჯერია. მას სლოვენიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (80) უთამაშია და ყველაზე მეტი გოლი (35) გაუტანია. �პორტუ�, �ოლიმპიაკოსი�, �ვალენსია�, �ბენფიკა�... ზაჰოვიჩს ასეთ გუნდებში დაუღვრია ოფლი. ის არც მენეჯერობაში უნდა იყოს ხელმოცარული - �მარიბორი� ხომ წლეულს 3-წლიანი პაუზის შემდეგ მერვედ გახდა სლოვენიის ჩემპიონი. ზლატკო მარიბორში დაიბადა და გაიზარდა და თქმა რად უნდა, რომ ქალაქის სიამაყედ ითვლება.
�მარიბორი� სლოვენიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ჩემპიონი თუ 8-ჯერ გახდა, სლოვენიის თასი 5-ჯერ აღმართა. წინა სეზონში მთავარ მწვრთნელად დარკო მილანიჩი ჰყავდა - ერთ დროს ბელგრადის �პარტიზანისა� და გრაცის �შტურმის� დაცვას რომ ამაგრებდა, სლოვენიის ნაკრებში კი სწორედ ზაჰოვიჩის დროს იყო და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისშიც უთამაშია. ახლა კი მარიბორელებს ბრანკო ჰორიაკი თავკაცობს.
სლოვენიის ნაკრებში �მარიბორიდან� 2 ფეხბურთელია - 30 წლის მცველი სუად ფელიკოვიჩი და 26 წლის მცველი ალეს მეჯაჩი. ეროვნული გუნდის უდიდეს უმრავლესობას ლეგიონერები შეადგენენ, თუმცა გუნდი ჯახირობს - შესარჩევ ჯგუფში ოდენ სან-მარინოს უსწრებს.
�მარიბორი� გასულ სეზონში 4-4-2 სქემით თამაშობდა. წინა სეზონში გუნდს ორი ლეგიონერი ჰყავდა - ჩერნოგორიელი მცველი ჟელკო კლაჟევიჩი და ბრაზილიელი თავდამსხმელი ტავარეში.
მარიბორის მოსახლეობა დაახლოებით 133 ათასია და 12-ათასიანი ტევადობის სტადიონი სავსებით აკმაყოფილებს. �მარიბორი� ერთადერთი სლოვენიური გუნდია, ჩემპიონთა ლიგაში რომ უთამაშია - ეს იყო 1999 წელს, როცა გუნდს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი წვრთნიდა, თუმცა მხოლოდ იქამდე, სანამ გუნდი სლოვენიის ჩემპიონინ გახდებოდა - ევროსარბილეზე ის უკევ აღარ იყო �მარიბორის� მწვრთნელი. �მარიბორის� სლოგანი კი ასეთია - ერთი გუნდი, ერთი ღირსება!
�ვიტ ჯორჯიას� მწვრთნელ რამაზ მუმლაძის კომენტარი იხილეთ...