
fanebi.com -ის მომხმარებელს უკვე გაუწყეთ,რომ მოსკოვის ''სპარტაკის'' მეორე გუნდი ,რომელშიც ქართველი დავით ხოჭოლავა ირიცხება ,იტალიაში ''ვიარეჯო ქაპზე''ასპარეზობს.
''სპარტაკელებმა'' იტალიაში უკვე მეორე მატჩი გამართეს (პირველი ''პალერმოსთან'' 0-0)ამჯერად მათი მეტოქე ''პერგაკრემა'' იყო.
როგორც სპარტაკის ვებ-გვერდი იუწყება, მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება.მატჩის პირველ ტაიმში სპარტაკი დომონირებდა და ეს უპირატესობა მალიაკას20 მეტრიდან გატანილ ულამაზეს გოლში აისახა. აღსანიშნავია ,რომ საგოლე კომბინაციაში ქართველმა დავით ხოჭოლავამაც მიიღო მონაწილეობა ,რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და ერთერთი ყველაზე აქტიური გახლდათ.
მთავარი მოვლენები კი,მეორე ტაიმში განვითარდა 49 -ე წუთზე იტალიელებმა ანგარიშიგაათანაბრეს ,ხოლო 51-ე წუთზე ''პერგაკრემა''მოედანზე კაცნაკლული დარჩა.ამ მომენტში თამაშის სადავეები ისევ ''სპარტაკმა'' იგდო ხელთ და გუნდის კაპიტან მაქსიმ გრიგორიევს ჩინებული შანსი ქონდა გოლი გაეტანა ,თუმცა მან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
მე-80 წუთზე კი მოსკოველებიც ათნი დარჩნენ მოედანზე. ''წითელ- თეთრების'' ქართული წარმოშობის მცველ ჭეჟიას კავკასიურმა სისხლმა უყივლა ,ნერვები ვერ მოთოკა და მეორე ყვითელი შესაბამისად წითელი ბარათიც დაიმსახურა.დარჩენილ დროში ორივე კლუბს შეეძლო გოლის გატანა ,თუმცა უფრო იტალიელებს გაუმართლათ და საბოლოოდ
2-1''პერგაკრემას'' სასარგებლოდ.
აღსანიშნავია,რომ ''საპარტაკი'' მომავალ მატჩს ,რომელსაც 5 თებერვალს ''სასუელოს'' წინააღმდეგ გამართავს, დიდი საკადრო პრობლემებით ხვდება. ჭეჟიას გარდა ვერ ითამაშებს გუნდის ლიდერი მაქსიმ გრიგორიევი ,რომელმაც ზურგის ტრამვა მიიღო.
ჩვენ კი,დავიტოვოთ იმედი,რომ დავით ხოჭოლავასთვის ყველაზე წარმატებული სწორედ ''სასუელოსთან'' მატჩი აღმოჩნდება.