დვალიშვილმა გოლი გაიტანა შაბათი, 03.06.2010, 10:39pm (GMT+4)
დღეს გაიმართა ისრაელის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები.ჰაიფას ''მაკაბი'', რომლის რიგებშიც ქართველი ვლადიმერ დვალიშვილი ასპარეზობს, ნაზრათის "მაკაბს" ეწვია და გამანადგურებელი სხვაობით 5-0 დაამარცხა.სტუმართა რიგებში არბეიტმანმა ჰეთრიკი შეასრულა ,რაფაელოვმა და დვალიშვილმა კი თითოჯერ გამოიჩინეს თავი. ლადომ 23-ე წუთზე გაიტანა და ჰაიფელები 3-0 დააწინაურა. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული გოლი დვალიშვილისთვის მიმდინარე სეზონში მეთოთხმეტეა.