მარცვალაძის მორიგი უგოლო მატჩი შაბათი, 03.13.2010, 01:27am (GMT+4)
ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგამ'',რომელის ღირსებასაც ორი ქართველი ოთარ მარცვალაძე და ედიკ საჯაია იცავს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა .მატჩი ესპანეთის ქალაქ მარბელიაში შედგა. სასტუმრო ''Sol Andalusia''-ს სპორტულ მოედანზე.
ნიჟნინოვგოროდელების მეტოქე სომხური ''მიკა'' იყო.მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ქართველთაგან ,მხოლოდ მარცვალაძემ მიიღო, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა,თუმცა სომეხთა კართან ღირებული ვერაფერი შექმნა.სამწუხაროა,რომ ოთარი ''ვოლგაში'' ჯერაც ვერ ახერხებს თავისი რეალური ძალის გამოჩენას. შეგახსენებთ, რომ მარცვალაძემ გასული სეზონი ''ანჟიში'' გაატარა და 22 მატჩში 13 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.