ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო ; რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3
ყველა სიახლე  
  საქართველო
 » ინტერვიუ
 » ქართველი ფეხბურთელები
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
  ::| ინტერვიუ
  მეტი ++
  ::| ქართველი ფეხბურთელები
  მეტი ++
 
 
საქართველო
 
დინამო ემზადება
ორშაბათი, 06.14.2010, 06:50pm
დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. 7 ივნისს გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. 8 ივნისს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და 9 ივნისიდან ორჯერადი ვარჯიშებიც დაიწყო. დინამომ 1+2 ტიპის კონტრაქტი გააფორმა 25 წლის ფორვარდ ზვიად მეტრეველთან, რომელმაც განვლილი სეზონი ლოკომოტივში გაატარა. ახალი კონტრაქტი ,გაუმჯობესებული პირობებით /1+2/ გააფორმა კლუბთან გიორგი ლორიამ. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ასევე მისი ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე. პირველ საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი 16 ივნისს რუსთავის ოლიმპთან გამართავს.
ოქრიაშვილმა "ზენიტთან" პირველი ვარჯიში ჩაატარა
ორშაბათი, 06.14.2010, 08:32am
თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სანტ–პეტერბუგის "ზენიტში" ჩაირიცხა, პირველი ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად და საკმაოდ წარმატებულადაც. ორ მხრივ თამასში, თორნიკემ ორი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მაშინ როდესაც თავისი გუნდი 2:0 აგებდა. აღსანიშნავია, რომ მისით აღფრთოვანებულნი არიან კლუბის წარმომადგენლები და მის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში მყოფი "ზენიტი" თავის პირველ შეხვედრას, სწორედ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გამართავს და ოქრიაშვილს სწორედ იქ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.
სფფ-ს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს ორშაბათს ელის
კვირა, 06.13.2010, 12:15pm
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. ქართული დელეგაციის წევრები ფიფას კონგრესსა და ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ქართული ფეხბურთის მესვეურები ორშაბათს, 14 ივნისს პროფესიონალ მიხეილ ყაველაშვილს სფფ-ში ელიან. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ყოფილი წევრი სფფ- პრეზიდენტს ქართული ფეხბურთის განვითარების მისეულ, სწორედ იმ ოთხ წლიან გეგმას წარუდგენს, რომელზეც იგი 12 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრობდა.
ტატანაშვილის გოლის წყალობით "ზესტაფონი" დამარცხდა
კვირა, 06.13.2010, 08:52am
2010 წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ჩეხეთის ეროვნული თასის მოქმედი მფლობელი, ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბი ”ვიქტორია”.
ბოლო ვადა და გაფრთხილება „ჭიათურას“, 35-ე სკოლას და ნორჩ დინამოელს
შაბათი, 06.12.2010, 10:13am
საფეხბურთო კლუბებს - ჭიათურის “ჭიათურას”, “ნორჩ დინამოელს” და 35-ე საფეხბურთო კლუბს არ აქვთ გასტუმრებული უკვე დასრულებულ 2009 -2010 სეზონში ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში საასპარეზოდ აუცილებელი საწევრო გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ ეს კლუბები 2010 წლის 25 ივნისამდე არსებულ დავალიანებას სრულად არ დაფარავენ, ჩამოერთმევათ პირველ ლიგაში თამაშის უფლება და ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან. გამოთავისუფლებულ ადგილებს სპორტული პრინციპის შესაბამისად დაიკავებენ მეორე ლიგის ის კლუბები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკლუბო ლიცენზირების დადგენილ სტანდარტებს.
ზესტაფონელები ტიროლში
პარასკევი, 06.11.2010, 09:49am
2010 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე 3,5 საათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა სანტ ულრიხ ამ პილერზეეში ჩავიდა ...
ზესტაფონი ავსტრიაში მიდის
ოთხშაბათი, 06.09.2010, 06:35pm

2010 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 10-დან 24 ივნისამდე პერიოდში გაიმართება 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.

ელიავამ და დვალმა კონტრაქტი გაახანგრძლივეს
სამშაბათი, 06.08.2010, 11:30pm
ჯაბა დვალმა და ზაალ ელიავამ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” ახალი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს. ახლადგაფორმებული კონტრაქტების თანახმად, ორივე ფეხბურთელი კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
ილია კანდელაკი კვლავ "შტურმში"
სამშაბათი, 06.08.2010, 09:31am
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ილიან კანდელაკი კვლავ გრაცის "შტურმის" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ კანდელაკმა გასული სეზონი საკმაოდ კარგად და სტაბილურადაც ჩაატარა და გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქართველი ფეხბურთელი სწორედ იმ მოთამაშეების რიცხვში არის, რომლებიც მომდევნო სეზონში გუნდის ბირთვი უნდა წარმოადგინონ.
დინამო გერმანიაში აღარ გაემგზავრება და თბილისში მოემზადება
ორშაბათი, 06.07.2010, 09:10pm
სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო" დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველად შეიკრიბა, ხვალ კი დილის 9–დან სამედიცინო შემოწმებას გაივლის გუნდი და ოთხშაბათიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრესს-ატაშემ ბატონმა გიგა გვენცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა. აგრეთვე, როგორც ბატონი გიგა იუწყება, გუნდი დაგეგმილ შეკრებაზე გერმანიაში აღარ გაემგზავრება, ამის მიზეზი კი ევროპის ლიგაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა წარმოადგენს, ამასთან საჭირო სპარინგ პარტნიორები ვეღარ ახერხებენ მატჩების გამართვას და აქედან გამომდინარე გუნდი თბილისსში გააგრძელებს მომზადებას.
"ოლიმპში" ოთხი ლეგიონერი და ხმალაძე
ორშაბათი, 06.07.2010, 02:06pm
საქართველოს უმაღლესი ლიგის გათამაშების ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიური, რომ არის ამასთან დაკავშირებით უკვე ვწერდით. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ რუსთავური კლუბი ოთხ ლეგიონერს დაიმატებს, საუბარია, ბრაზილიელ მანზატოზე (27 წლის), ჩერნოგორიელ იგორ კუჩიზე (25), ალბანელ რომეო ჰამზაიზე (27) და ესტონელ ურმას როობაზე (31). 
მუმლაძემ ჩიკვილაძე, ფოფხაძე და დათუნაიშვილი დაადასტურა, მაგრამ...
შაბათი, 06.05.2010, 07:20pm
როგორც უკვე გაუწყეთ, ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში მატება არის, ჩიკვილაძე, ფოფხაძე და დათუნაიშვილი ამიერიდან ქუთაისური გუნდის ღირსებას დაიცავენ. ამ ინფორმაციას თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე ადასტურებს.
სფფ–ს 4 ივნისის აღმასკომის გადაწყვეტილებები
შაბათი, 06.05.2010, 08:32am
გუშინ 14 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში  სფფ–ს აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესმა ორგანომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო...
"ტორპედოში" მატებაა – ჩიკვილაძე, ფოფხაძე და დათუნაიშვილი ქუთაისში
შაბათი, 06.05.2010, 08:24am
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გადმოსულმა ქუთაისის "ტორპედომ" მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა. კერძოდ, "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" მცველი თენგიზ ჩიკვილაძე გადაიბირა, აგრეთვე საქართველოს თასის ფინალის "გმირი"  აწ უკვე ყოფილი "ვიტ-ჯორჯიის" მოთამაშე გიორგი დათუნაიშვილი და ბოლოს ცხინვალის სპარტაკის ფეხბურთელი ფოფხაძე. როგორც ვხედავთ, ქუთაისური კლუბი  სერიოზულად ძლიერდება და მისი სახით საკმაოდ კარგ გუნდს ვიხილავთ ეროვნულ ჩემპიონატში.
გიორგი მერებაშვილი: "ნაკრებში დისციპლინა დამყარდა"
პარასკევი, 06.04.2010, 07:21pm
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სერბეთის "ვოივოდინას" ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილს გუშინ დავუკაშვირდით და რამდენიმე საკითზე დავუსვით შეკითხვა. საუბარი შეეხო, საკლუბო და სანაკრებო დონეს, ამ და სხვა თემებზე თქვენ ვრცლად ინტერვიუში გაეცნობით.
თბილისის დინამო ოთხთა "დინამოს" ტურნირზე აღარ გაემგზავრება
ოთხშაბათი, 06.02.2010, 07:43pm
თბილისის "დინამო", რომელიც მოსკოვში გასამართ ოთხთა "დინამოს" ტურნირზე უნდა გამგზავრებულიყო, აღარ გაემგზავრება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ევროპის ლიგის მოსამზადებელი ეტაპისთვის დრო არის საჭირო აქედან გამომდინარე, მის ნაცვლად რუსულმა მხარემ რუმინულ ბუქარესტის "დინამოს" შეუთვალა შეთავაზება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე, მინსკის, მოსკოვის, კიევის "დინამოს" კლუბები მონაწილეობენ. ტურნირი 30 ივლისიდან – 4 აგვისტომდე გაიმართება.
"ოლიმპი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ოთხშაბათი, 06.02.2010, 10:13am
საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულმა რუსთავის "ოლიმპმა" სამი ფეხბურთელი გაუშვა. მეკარეები გრიგოლ ჭანტურია, მირზა მერლანი და ეროვნულ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გივი კვარაცხელია. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბებში გააგრძელებენ ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები კარიერას, თუმცა უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი აუცილებლად გაცხადდება.
ლიპიმ შემადგენლობა დაასახელა
ოთხშაბათი, 06.02.2010, 10:08am
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიაში "მილანის" ფორვარდი მარკო ბორიელო და "ვილიარეალის" ფეხბურთელი ჯუზეპე როსი არ მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ "ნერააძური" F ჯგუფში ახალ ზელანდიას, პარაგვაის და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფიფია და ბაბუნაშვილი "ზესტაფონში"
სამშაბათი, 06.01.2010, 05:50pm
29 წლის ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც აქამდე თბილისის ”დინამოსა” და რუსთავის ”ოლიმპში” უასპარეზია და 25 წლის თავდამსხმელი გოგი ფიფია, რომელიც იმერულ კლუბს ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
ზესტაფონმა მზადება დაიწყო
სამშაბათი, 06.01.2010, 09:34am

2010 წლის 30 მაისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დაიწყო 2010-2011 წლების უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადება.

დვალიშვილი ტრაპზონში?
სამშაბათი, 06.01.2010, 09:27am
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ისრაელის ჰაიფას "მაკაბის" 24 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი მომდევნო სეზონში შესაძლოა "ტრაპზონსპორში" გადავიდეს. ტრაპზონი, რომელიც თურქეთის სუპერ ლიგაში მე–5 ადგილი დაიკავა, მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გაიღოს. უნდა ითქვას, რომ ისრაელის მხარეს შემოთავაზებული თანხა არ ხიბლავს და თურქული კლუბისგან გაცილებით დიდ თანხას მოითხოვს, რადგან დვალიშვილი "მაკაბისთვის" გაცილებით ღირებულ ფეხბურთელს წარმოადგენს. ისე კი შეგახსენებთ, რომ ლადო დვალიშვილის კლუბთან კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ასე, რომ ჯერ-ჯერობით არაა გადაწყვეტილი გააგრძელებს თუ არა თავის კარიერას სხვა გუნდში.
ქუთაისის "ტორპედოს" რამაზ მუმლაძე გაწვრთნის
სამშაბათი, 06.01.2010, 08:42am
ქუთაისის "ტორპედო", რომელიც საქართველოს ჩემპიონატის შემდგომ სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, გუნდს გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე უთავკაცებს. ჯერ–ჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები თუმცა, ფაქტია ასეთი დონის სპეციალისტი "ქუთათურებს" დიდ წარმატებას მიაღწევინებს. შეგახსენებთ, რომ მუმლაძე წლების განმავლობაში თბილისის "ვიტ-ჯორჯიაში" მუშაობდა, ბოლო კი ვისოლი "ავაზას" გუნდს წვრთნიდა.
ჩაბნელებული ფრე
ორშაბათი, 05.31.2010, 08:55pm
გუშინდელმა საღამომ საინტერესოდ და ასევე სკანდალურად ჩაიარა. ოთარ გაბელიას შეგირდები, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და  სამი ქულის აღება ვერ მოახერხეს. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა რომ არა მატჩის დასაწყისში ირაკლი კლიმიაშვილის ტრავმა, მატჩის შემდგომ ტაბლოზე აშკარად სხვა ანგარიში იქნებოდა, რა თქმა უნდა ჩვენს სასარგებლოდ. კლიმიაშვილის გასვლამ აშკარად დაატყო გუნდს და კარგად გამოჩნდა, რომ გაბელიას გეგმები რადიკალურად შეიცვალა. უნდა ითქვას, რომ ხშირ მომენტებში ჯანო ანანიძე დაჩრდილული იყო, მაშინ როდესაც პოზიციურად კარგად იყო გახსნილი და სწორ დროს, რომ გაეკეთებინათ მის თანაგუნდელებს გადაცემები გაცილებით უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ნაკრებმა შესძლო რევაზ ბარაბის გოლის წყალობით გოლის გატანა, მაგრამ გვერდითა არბიტრის აწეულმა ალამმა წამიერი სიხარული დაასამარა. ეს რაც შეეხებოდა პირველ ტაიმს მოკლედ, ყველაზე საინტერესო კი მართლაც შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. ტაიმის ნახევარში სრულიად შემთხვევით სტადიონზე განათება ჩაქვრა და მსაჯს მატჩის გაჩერება დაახლოებით 8–10 წუთის განმავლობაში მოუწია. ორივე ნაკრების ფეხბურთელებს კარგი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა მაშინვე გაჩნდა კითხვა, რას იზამს უეფას დელეგატები ამ ფაქტის შემდეგ დაგვსჯიან თუ არა ან შეწყდება თუ არა თამაში? ყველაფერმა კი ისე ჩაიარა, რომ მატჩიც გაგრძელდა და არავითარ სანქციას აღარ ჰქონდა ადგილი.
გასაკეთებელი კიდევ ბევრია...ანუ არჩევნების დღეს ჩაბნელებული "ეროვნული"
ორშაბათი, 05.31.2010, 06:10am
ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიელ თანატოლებს ვერაფერი მოუხერხა და მატჩში, რომელშიც სამი ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდა, ოდენ ფრეს დასჯერდა.
ქართველი ახალგაზრდები ქართული დროშის, ჰიმნისა და გერბის ქვეშ
კვირა, 05.30.2010, 07:33am
დღეს, 19.00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გაიმართება ევროპის 2011 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბიჭებისთვის, რადგან ამ მატჩში მიღწეული შედეგი გვიტოვებს შანს, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. გუშინ ეროვნულ სტადიონზე, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ივარჯეს და აღსანიშნავია, ჩვენი ბიჭების მონდომება და ჟინი და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს განწყობა დღეს დაფასდება. შვეიცარიის ნაკრები, რომელიც ჯგუფის ლიდერი 16 ქულით გახლავთ, პირველ შეხვედრაში დასანანი მარცხი გვაგემეს 1:0. ოთარ გაბელიას შეგირდების სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ რეალური შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. ჯგუფში ყველაზე ცოტა 6 მატჩი გვაქვს ჩატარებული და 8 ქულით მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით, იმედი დავიტოვოთ, რომ დღევანდელი საღამო ჩვენთვის წარმატებული იქნება.
საქართველო - შვეიცარია "მზის" ეთერში გადაიცემა
შაბათი, 05.29.2010, 12:51pm
მოგეხსენებათ, ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 19.00 საათიდან სტარტს აიღებს საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის დაპირისპირება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მატჩს პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "მზე" განახორციელებს, ხოლო მატჩისადმი მიძღვნილი ეთერი, ერთი საათით ადრე დაიწყება და საუბარი იქნება სწორედ, ევროპის 2011 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე.
ოქრიაშვილი "ზენიტში"
პარასკევი, 05.28.2010, 05:08pm
ჩვენი საიტის მეშვეობით გაიგებდით, რომ რუსული სანტ-პეტერბურგის "ზენიტი" დაინტერესებული იყო "გაგრას" ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილით. საბოლოო ჯამში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 18 წლის ნახევარმცველი 7 ივნისს ჩავა სანტ-პეტერბურგში და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველით "ზენიტის" გარდა, სხვა ევროპული კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი.
შოთა კაშია "ოლიმპში"?
პარასკევი, 05.28.2010, 01:51pm
თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი შანსია მოქმედ ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპში" აღმოჩნდეს. უკვე გწერდით, რომ რუსთავულმა კლუბმა მნიშვნელოვანი შევსება მიიღო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე კლუბის მესვეურვები ცდილობენ კლუბის გაძლიერებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და აღმოჩნდება თუ არა დედაქალაქური კლუბის ლიდერი "ოლიმპში".
თარგამაძე შესაძლოა "კარლსრუეში" ჩაირიცხოს
პარასკევი, 05.28.2010, 12:27pm
გერმანული "ფრაიბურგის" ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე შესაძლოა "კარლსრუეში" ჩაირიცხოს. თარგამაძემ გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და დიდი შანსია, რომ ალექსანდრე იაშვილის თანაგუნდელი გახდეს. ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო "ფრაიბურგში" თამაშით და მისი დიდი სურვილია, რომ კლუბი გამოიცვალოს.
დღეს ქუთაისის სტადიონი გაიხსნება
პარასკევი, 05.28.2010, 09:15am
მოგეხსენებათ, რომ 24 მაისს ქუთაისის სტადიონის გახსნა ძლიერი წვიმის გამო არ შედგა, აქედან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციამ ეს ღონისძიება 28 მაისისთვის გადაიტანა სტადიონის გახსნა და დღეს 20.00 საათზე ქართულ საფეხბურთო სამყაროს ახალი არენა ოფიციალურად შეემატება. შეგახსენებთ, რომ გახსნის ერთ–ერთი ნაწილი იქნება, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი.  
  » ქართული გუნდები ევროთასებზე
  » ცვლილებები "ოლიმპში"
  » კრტესკი – სამშობლოში, კაშია – "სლავიაში?"
  » საქართველო – შვეიცარიის მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება
  » საქართველომ კვლავ რეგრესი განიცადა
  » ვიტ-ჯორჯია საქართველოს თასის მფლობელია
  » მოდი სტადიონზე და უქომაგე ქართულ ფეხბურთს!!!
  » დღეს დინამომ და ვიტ-ჯორჯიამ ეროვნული დაიპყრეს
  » საქართველომ კამერუნთან ფრე გაჩარხა
  » საქართველო – კამერუნი Fanebi.com-ზე
  » პრევიუ: დინამო-ვიტ-ჯორჯია
  » გაბელიამ ახალგაზრდულები შეკრიბა
  » სიჭინავამ ვრჩებიო
  » ფინალისტები ეროვნულს დღეიდან შეაბიჯებენ
  » ოქრიაშვილის გადაბირება "ზენიტს" სურს
  » შოთა არველაძე ოფიციალურად "კაისერის" თავკაცია
  » დინამომ სეზონი გამარჯვებით დაასრულა
  » მუჯირი ჰერტაში ისინჯება და გოლებსაც იტანს
  » ხიზანიშვილი კვლავ "ბლექბერნში"
  » დღეს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ტურია


 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

საქართველო - იტალია , Georgia - Italy

::| ცხელი სიახლე
"დინამოს" ავსტრიული მარცხი
"ზესტაფონმა" მეოთხე ეტაპისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა (ვიდეომასალა)
შტურმი - დინამო თბილისი Live
ხიზანიშვილი "ანჟიში"?
ზესტაფონის გუშინდელი ვარჯიში
კავკასიური ფრე ანუ ''ტორპედო'' -''განჯა'' 0-0
ირაკლი ნასუაშვილი : მწვრთნელის დამოკიდებულება დადებითია
ჯაკობია ცხინვალის "სპარტაკში" ?
ქართულმა დუეტმა "ცსკა" დაამარცხა (ვიდეომასალა)
"ზესტაფონის" მეტოქე...
სალუქვაძის 90 წუთი
"დინამოს" მეტოქე...
"ზესტაფონი" "კარპატს" "დავით აბაშიძეზე" დაუხვდება
"დინამოს" კიდევ ერთი გამარჯვება, ანუ ავსტრიელებო, მოვდივართ!
''Noblesse oblige'' ანუ ''ვიტ-ჯორჯიას'' ღირსება
ჯანოს დუბლი და პრესის ეპითეტები (ვიდეო)
"ოლიმპი" – "აკტობე" (გუნდების შემადგენლობები)
"ზესტაფონი" სლოვაკეთში ჩავიდა
რუსთავის "ოლიმპი" "აკტობესთან" რევანშისთვის ემზადება
''ტორპედო'' ''კილაძეზე'' დაუმარცხებელია

Gib Group
[მაღლა]