|
|
|
ფედერაციას ახალი პრესს–ატაშე დაენიშნა
ოთხშაბათი, 05.19.2010, 03:26pm
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრესს–ატაშე ყავს. ტელეკომენტატორი და არაერთი საინტერესო საფეხბურთო პროექტების ავტორი ლაშა დვალიშვილი ამიერიდან ფედერაციის პრეს–სამსახურს უხელმძღვანელებს. ჩვენი საიტი ულოცავს ბატონ ლაშას ამ თანამდებობაზე დანიშვნას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენსა და ბატონ ლაშას შორის თანამშრომლობა იქნება ეფექტიანი და შესაბამისი ურთიერთობა დამყარდება.
|
|
 |
საფეხბურთო ფესტივალმა სტარტი აიღო
ოთხშაბათი, 05.19.2010, 07:41am
გუშინ სტარტი აიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი
პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის მესამე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალმა. შეგახსენებთ, რომ ფესტივალში 52 გუნდი იღებს მონაწილეობას და 700–მდე ბავშვი თამაშობს ტურნირზე. გუშინ კი პირველი და მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
|
|
 |
ტურის ფეხბურთელი: მათე ვაწაძე
ოთხშაბათი, 05.19.2010, 07:18am
Fanebi.com-ის მიხედვით ეროვნული ჩემპიონატის 35–ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მათე ვაწაძე სახელდება. მოგეხსენებათ, რომ მათე ვაწაძემ ლოკომოტივთან შეხვედრაში ორჯერ შესძლო მეტოქე კარის დალაშქვრა. მათემ მატჩის 88–ე და 90–ე წუთებზე მოახერხა გოლების გატანა. აღსანიშნავია, რომ მათე შეცვლაზე მატჩის 75–ე წუთზე კახელიშვილი შეცვალა და მთელი დროის განმავლობაში საუკეთესო იყო დინამოელთა რიგებში.
|
|
 |
თასის ფინალი 17.45 სააათზე გაიმართება
სამშაბათი, 05.18.2010, 06:41pm
გუშინ უკვე ვწერდით, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 26 მაისს საღამოს გაიმართებოდა, თუმცა კონკრეტული დრო ცნობილი არ იყო. დღეს კი პროფლიგაში ჩატარებული პრესს–კონფერენციის დროს გაცხადდა, რომ მატჩი 17.45 საათზე დაიწყება. მოგეხსენებათ, უამრავი ქართველი გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო ფინალის 14.00 საათზე გამართვის და პროფესიული ლიგის ხელმძღვანელობა, ხალხის თხოვნა დააკმაყოფილა და შეხვედრა სასურველ დროს იქნა დანიშნული.
|
|
 |
ქეცბაიას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები მოეძალა
სამშაბათი, 05.18.2010, 11:56am
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ზალცბურგში შეკრებას დღეიდან იწყებს საგრძნობლი დანაკლისებით ეწვია ავსტრიას. თემურ ქეცბაიას მთელი რიგი ფეხბურთელები გამოაკლდა. როგორც უკვე ვწერდით კახა კალაძე მილანმა არ გაუშვა, გუნდს კი ვერ დაეხმარებიან: გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ლომაია და დავით დევდარიანი. გუნდს კი ახალი ფეხბურთელები დაემატნენ: ჯაბა დვალი, ნიკა გელაშვილი, თორნიკე აფციაური (სამივე "ზესტაფონი") და რევაზ ბარაბაძე ("ანჟი", რუსეთი)
|
|
 |
ლევან კობიაშვილი ჰერტაში რჩება
სამშაბათი, 05.18.2010, 11:09am
ჩვენი საიტის მეშვეობით გაიგებდით, რომ ლევან კობიაშვილი ბერლინის ჰერტას დატოვებდა და მოსკოვის დინამოში გადავიდოდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა და ლევანი კვლავ გერმანიაში განაგრძობს თამაშს და ისევ ჰერტაში. მეტიც ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს 3 წლით დარჩენას გუნდში. მიზეზი იმისა, რომ კობიაშვილი გერმანიაში დარჩა არის ის, რომ ის შეგუებულია უკვე გერმანიას და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობს. ასე, რომ ისღა დაგვრჩენია ლევანს წარმატებები ვუსურვოთ გერმანიაში.
|
|
 |
აღსრულდა ნება ქართველი გულშემატკივრებისა
ორშაბათი, 05.17.2010, 07:45pm
მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხშირად იყო საუბრები თასის ფინალის დროსთან დაკავშირებით და უამრავი ქართველი გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო მატჩს 14.00 საათზე დანიშვნით. თუმცა მოთხოვნამ და სურვილმა არ დააყოვნა და ქართველი გულშემატკივრების ნება აღსრულდა. ქუთაისის ტორპედოს სტადიონი 24 მაისს გაიხსნება, ხოლო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი კი 26 მაისს საღამოს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით კი პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენ–მდივანი პაატა ბურჯალიანი ჩვენთან საუბარში ადასტურებს. კონკრეტული დრო ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ხვალ ყველაფერი გაირკვევა.
|
|
 |
ლევან კობიაშვილი მოსკოვის დინამოში?
ორშაბათი, 05.17.2010, 01:44pm
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი მოსკოვის დინამოში გადადის. ამასთან დაკავშირებით ერთ–ერთი რუსული ინტერნეტ–გამოცემა იუწყება. ლევანი დინამოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და შესაბამისად რუსული მხარე მის სანაცვლოდ არაფერს გადაიხდის. კობიაშვილმა მიმდინარე ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და ერთხელ შესძლო მეტოქე კარის დალაშქვრა,
|
|
 |
ზესტაფონმა სპარინგ მატჩები დაგეგმა
კვირა, 05.16.2010, 08:03am
საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გაივლის და იქ 10–დან 25 ივლისამდე დაჰყოფს. კლუბმა უკვე დაგეგმა მატჩები და შეკრების განმავლობაში ოთხ მატჩს ჩაატარებს. მეტოქეები კი საკმაოდ სოლიდურნი არიან, ესენი არიან, რუსეთის სანტ–პეტერბურგის ზენიტი, მოსკოვის დინამო და ავსტრიული ზალცბურგი, ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი მეოთხე გუნდი იქნება ზესტაფონის მეტოქე, თუმცა ცხადია, რომ ეს გუნდი აუცილებლად ავსტრიული იქნება.
|
|
 |
ცენტრალურმა რუსთავში გადაინაცვლა
შაბათი, 05.15.2010, 03:12pm
დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 35–ე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური მატჩი კი რუსთავში, ოლიმპსა და ზესტაფონს შორის გაიმართება.
|
|
 |
გაგრამ გლდანში სპარტაკს მარცხი აგემა(ვიდეო მასალა)
შაბათი, 05.15.2010, 07:47am
ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურის პირველ შეხვედრაში, გაგრამ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის სპარტაკი მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩის დაწყებამდე კი წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გაზეთ სარბიელის ჟურნალისტ ბაჩო სვანიძის ხსოვნას.
|
|
 |
გაბელიამ საკუთარ რაზმში 25 ფეხბურთელი შეიყვანა
პარასკევი, 05.14.2010, 06:39pm
საქართველოს ფეხბურთელთა
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ
გაბელიამ 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
U-21ნაკრები
25 მაისიდან თბილისში შეიკრიბება და 30
მაისს დაგეგმილი , შვეიცარიის ახალგაზრდული
ნაკრების წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩისათვის მზადებას დაიწყებს.
|
|
 |
ზესტაფონო მოსკოვის დინამოს შეხვდება
პარასკევი, 05.14.2010, 08:59am
მოსკოვის დინამოს ოფიციალური საიტის ცნობით, ავსტრიაში სადაც გუნდი შეკრებას 12–დან 26 ივლისამდე გაივლის ზესტაფონს ამხანაგურად გაეჯიბრება. დედაქალაქელების სხვა სპარინგ პარტნიორებს რაც შეეხებათ, ესენია: პრაღის სპარტა და სლოვაკეთის ჟილინა. ჯერ–ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი და დრო, თუმცა უახლოეს მომავალში შევიტყობთ ვრცელ ინფორმაციას, ზესტაფონის შეკრებასთან დაკავშირებით.
|
|
 |
პირველი ლიგის გამარჯვებული წყალტუბოში(28-ე ტური)
ხუთშაბათი, 05.13.2010, 09:00pm
ხვალ გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 28-ე ტურის მატჩები. უკვე უმაღლსეში აღზევებული ქუთაისის ''ტორპედო -2008'' ჩიხურას მიიღებს . ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო მატჩი წყალტუბოში გაიმართება.
|
|
 |
13 მაისი – რუსთავში
ხუთშაბათი, 05.13.2010, 02:56pm
1981 წელს 13 მაისს. დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვება და თასების
მფლობელთა თასის მოპოვება დაუვიწყარი ფურცელია თბილისის "დინამო"–ს და
საერთოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
|
|
 |
19–წლამდელებმა 8 უპასუხო გოლი გაიტანეს
ხუთშაბათი, 05.13.2010, 02:55pm
საქართველოს U19 ნაკრები
გუშინ სამშობლოში დაბრუნდა. ვლადიმერ გუცაევის
შეგირდებმა ბელორუსელ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და
ორივეში დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს.
პირველი
ამხანაგური მატჩი 8 მაისს ჩატარდა, რომელშიც ჩვენმა ბიჭებმა ორი უპასუხო
გოლი (ლაშა ჩაფიძე და გიორგი ჩელებაძე)
გაუტანეს მოწინააღმდეგეს.
|
|
 |
დინამოს ფან–კლუბის განცხადება
სამშაბათი, 05.11.2010, 10:36pm
"გლადიატორები" ვაპროტესტებთ, ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალის 14:00 საათზე ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ ეს დრო არანაირად არ შეეფერება საფეხბურთო სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულებას. არსებობს უამრავი მიზეზი რათა ფინალი გაიმართოს საღამოს: გაცილებით მეტი მაყურებელი (გაითვალისწინეთ, რომ თბილისში ისედაც ცოტა მაყურებელი დადის სტადიონზე), შედარებით გრილი საფეხბურთო ამინდი, ხელოვნური განათების ეფექტი და საერთოდ- ფეხბურთელთა ემოციური ფონი... თასის ფინალი ხომ სეზონის ლამაზად დასრულების საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ არასწორედ მიგვაჩნია ამდაგვარი ზერელე დამოკიდებულება დავით ყიფიანის სახელობის თასის მიმართ, რითაც ნათლად ჩანს რარიგ აინტერესებთ "ხელმძღვანელ" (საფეხბურთო და პოლიტიკურ) ორგანოებს ფეხბურთის განვითარება. ჩვენ მივესალმებით ქუთაისში სტადიონის განახლება-გახსნას, მაგრამ ვერ ვხედავთ ლოგიკას და მიზეზს, რატომ უნდა დაზარალდეს ამით ფინალური მატჩი. თავისუფლად შეიძლება სტადიონის გახსნის ცერემონიალის სხვა დროს ჩატარება. და თუ ესეც "შეუძლებელია", მაშინ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით მოგვარდება პრობლემა- უბრალოდ ფინალის თარიღის შეცვლაა საჭირო! დანიშნეთ შეხვედრა თუნდაც 25 მაისს, 19 ან 20 საათზე. "გლადიატორები" ვიტოვებთ იმედს, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი ჩატარდება მაყურებლებისა და მოთამაშეთა აზრის გათვალისწინებით, საზეიმოდ და ღირსეულად!
|
|
 |
გურამ კაშია: "თასის ფინალი ერთი რიგითი მატჩი იქნება"
სამშაბათი, 05.11.2010, 09:56pm
მოგეხსენებათ, 26 მაისს გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის
თასის ფინალური მატჩი, თბილისის დინამოსა და თბილისის ვიტ-ჯორჯიას შორის.
შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება და ფინალს ბორის პაიჭაძის სახელობის
სტადიონი უმასპინძლებს. ბოლო დროს ფინალის დროსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟთან
დაკავშირებით, თბილისის დინამოს კაპიტან გურამ კაშიას კომენტარი ვთხოვეთ. "რა
კომენტარი უნდა გავაკეთო, ჩემი აზრით ეს იქნება
რიგითი თამაში, სადაც როგორც ყოველთვის მცირე რიცხოვანი მაყურებელი მოვა.
ფეხბურთელისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად დროსაც აქვს მნიშვნელობა და სულ
სხვანაირად არის განწყობილი, სამწუხაროა, რომ თასის ფინალი 14.00 საათზე
გაიმართება, ჩემი აზრით მატჩზე მხოლოდ 2000–მდე გულშემატკივარი მოვა",
განაცხადა გურამ კაშიამ ჩვენთან საუბარში.
|
|
 |
გრასრუტის საერთაშორისო დღე საქართველოში
სამშაბათი, 05.11.2010, 09:28pm
19
მაისი გრასრუტის საერთაშორისო დღეა. უეფას მასობრივი ფეხბურთის
განვითარების ქარტიის
წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ყოველი წლის 19 მაისს ამ
პროგრამაში
ჩართული ყველა ნაციონალური ფედერაცია სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს
მართავს.
|
|
 |
U19 ბელორუსელი თანატოლები დაამარცხა
ორშაბათი, 05.10.2010, 08:02pm
საქართველოს
U19 ნაკრებმა 8 მაისს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ბელორუსელ
თანატოლებთან და
დამაჯერებელი ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა. ბელორუსელთა კარში გოლები ლაშა
ჩაფიძემ და გიორგი ჩელებაძემ გაიტანეს.
|
|
 |
უეფას მაღალჩინოსანის მოსალოდნელი ვიზიტი
ორშაბათი, 05.10.2010, 05:46pm
27
მაისს თბილისს ჯოზეფ კლიმენტი
ეწვევა. წელს ეს უეფას ჰეთთრიკის პროექტების მენეჯერის რიგით მეორე
ვიზიტია.
ჯოზეფ კლიმენტი თებერვლის თვეში უეფას ეროვნული ასოციაციების განყოფილების
უფროსთან, პასკალ ტორესთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში.
|
|
 |
ჯანომ ვარჯიში განაახლა
შაბათი, 05.08.2010, 11:02pm
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გრიპისგან გამოჯანმრთელდა და ხვალ "ალანიასთან" შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია, ამის შესახებ რუსეთის "სახალხო" გუნდის ოფიციალური საიტი იტყობინება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ჯანომ "ანჟისთან" გასულ ტურში გამართული მატჩი გამოტოვა.
|
|
 |
დინამო "ოთხთა დინამოს" ტურნირზე მოსკოვში გაემგზავრება
შაბათი, 05.08.2010, 08:05pm
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრადიციული "ოთხთა დინამოს" ტურნირი მოსკოვში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით კიევის დინამოს პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა. ტურნირი, რომელშიც მოსკოვის, მინსკის, კიევის და თბილისის დინამოს გუნდები მონაწილეობენ, მოსკოვში გაიმართება და 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე გასტანს.
|
|
 |
თეთრაძე "ვოლგას" მთავარი მწვრთნელია
შაბათი, 05.08.2010, 03:58pm
დღეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ოფიციალურად დატოვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე პობეგალოვმა, რომელიც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ქართველმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ ჩაანაცვლა.
|
|
 |
რურუამ ფეხბურთის ფედერაციის ახლადგარემონტებული შენობა გახსნა
პარასკევი, 05.07.2010, 04:57pm
7 მაისს საქართველოს კულტურის,
ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ფეხბურთის ფედერაციის
ახლადგარემონტებული ოფისი გახსნა. ნიკოლოზ რურუას ახალი ოფისი ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე
ჩივაძემ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დაათვალიერებინეს.
მინისტრს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა
დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურიც ახლდა.
|
|
 |
ფეხბურთის ფედერაციის ახლად გარემონტებული შენობის გახსნა
პარასკევი, 05.07.2010, 09:04am
7 მაისს,
12 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლად გარემონტებული შენობა
გაიხსნება.
ცერემონიალს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა,
სფფ–ს პრეზიდენტი
ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რეზი არველაძე დაესწრებიან.
|
|
 |
ქართველები იგებენ და აგებენ
ხუთშაბათი, 05.06.2010, 11:36pm
რუსულ პრემიერლიგაში დღეს მორიგი ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებიც მონაწილეობდნენ
|
|
 |
26 მაისი – ორი საფეხბურთო მოვლენა ორ დიდ სტადიონზე
ხუთშაბათი, 05.06.2010, 05:08pm
ფეხბურთში
საქართველოს დავით ყიფიანის
სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი 26 მაისს, 14 საათზე ბორის
პაჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. თბილისურ დერბიში
ერთმანეთს
თბილისის დინამო და თბილისის
ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდებიან.
|
|
 |
ოლიმპი საქართველოს ჩემპიონია
ოთხშაბათი, 05.05.2010, 07:05pm
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს XXI–ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის ოლიმპი გახდა. რუსთაველებმა ქვეყნის უდიდესი ტიტული თბილისის დინამოსთან შეხვედრაში დაისაკუთრეს, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრამ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და რაც მთავარია სტადიონზე ქომაგი მრავლად იყო მისული. გოლები გია კვარაცხელიამ და ალექსანდრე ჩიკვილაძემ გაიტანეს. მასპინძლებმა ანგარიში 35–ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო დინამოელებმა 65–ე წუთზე შესძლეს წონასწორობის აღდგენა. მაშ ასე, საქართველოს ჩემპიონი რუსთავის ოლიმპი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ლოკომოტივი – გაგრა, ფრედ 1:1 დასრულდა, სამტრედიამ მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა ცხინვალის სპარტაკი, ბაიასა და ბოლნისის სიონს შორის შეხვედრაში გოლი არ გასულა. 20.00 საათზე კი ზესტაფონში ძალზე საინტერესო მატჩი შედგება, ადგილობრივი ზესტაფონი თბილისის ვიტ–ჯორჯიას დაუპირისპირდება.
|
|
 |
90% თანახმაა...
ოთხშაბათი, 05.05.2010, 07:04pm
ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის განხორციელების
შემთხვევაში, ქართულ ფეხბურთში გადატრიალება მოხდება. ლაპარაკია ფეხბურთში
ცნობილი ქართული ბრენდების შემოსვლასა და დამკვიდრებაზე, შესაბამისად,
კრიზისში მყოფი სახეობის განვითარებაზე. შეთავაზების თანახმად, სახელმწიფოს
საკუთრებაში მყოფი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და სტადიონების
განსახელმწიფოებრიობა და კერძო სტრუქტურათა საკუთრებაში გადასვლა იგეგმება.
კერძო კომპანიებს სთავაზობენ კლუბებსა და მათ ინფრასტრუქტურას -
სტადიონებს, ბაზებს და ასე შემდეგ. კომპანიებისგან ("ჯეოსელი", "მაგთი",
"ავერსი", PSP, "ლუკოილი", "სოკარი" და ასე შემდეგ) კი ყოველწლიურად
მილიონლარიანი ბიუჯეტის გარანტიას ითხოვდნენ...
|
|
 |
გვერდი 4/28: « 1 2 3 [4] 5 6 7 ... || »
|
|
|
|
|
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
| 8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14 |
| 15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
21 |
| 22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
28 |
| 29 |
30 |
31 |
|
|
|
|
|
| |
|
 |
|
 |
|
| ::| ცხელი სიახლე |
|
 |
|
|