|
|
|
"ბაიერნი" ვან პერსით დაინტერესდა
Tuesday, 03.09.2010, 12:16am
მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურ ინტერესს იჩენს "არსენალის" თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის მიმართ. ჰოლანდიელ ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2014 წელს ეწურება, თუმცა ლუი ვან გაალს თანამემამულის გუნდში სილვა უკვე მომავალ სეზონში სურს.
|
|
 |
ალაბა "ბაიერნის" რეკორდსმენია
Sunday, 03.07.2010, 11:34am
დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა. ალაბა მოედანზე "კიოლნთან" მატჩის 73–ე წუთზე გამოვიდა, ამ დროს ის 17 წლის და 255 დღის გახლდათ, რაც 10 დღით "აუმჯობესებს" ტონი კროოსის 2008 წლის რეკორდს. შეგახსენებთ, რომ ალაბას უკვე აქვს ნათამაშები "ბაიერნის" მაისურით, გერმანიის თასზე "ფიურტის" 6:2 განადგურებაში თავისი წვლილი მანაც შეიტანა.
|
|
 |
რუმენიგემ კროოსი დაბრუნდებაო
Saturday, 03.06.2010, 11:48am
მიუნხენის "ბაიერნის" მაღალჩინოსანმა, კარლ–ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს ნახევარმცველი ტონი კროოსი "რეკორდმაისტერში" დაბრუნდება. "ყველაფერ გადაწყვეტილია", ტონის და მის აგენტს უკვე ვესაუბრე. ზაფხულში ის "ბაიერნში" დაბრუნდება", – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები transfermarket.de-ს.
|
|
 |
"ბაიერნი" კრასიჩით დაინტერესდა
Friday, 03.05.2010, 10:37am
მიუნხენის "ბაიერნი" "ცსკას" ნახევარმცველით, მილოშ კრასიჩით დაინტერესდა, ამის შესახებ Footballpress იტყობინება. იმ შემთხვევაში, თუ რიბერი გუნდს დატოვებს, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას მის შემცველად კრასიში ან ბრაზილიელი დიეგო ესახებათ. შეგახსენებთ, რომ მოსკოვური გუნდის ნახევარმცველით "ბაიერნის" გარდა დაინტერესებას "ლივერპული", "მილანი" და "ფიორენტინაც" იჩენენ.
|
|
 |
ვან ბუიტენი მოედანს დაუბრუნდა
Thursday, 02.25.2010, 10:30am
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვანგაალმა "ბაიერნის" ფეხბურთელებს ორი დასვენების დღე გამოუყო, ოთხშაბათს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მაინც მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, ვარჯიშებს ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი დაუბრუნდა. "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო დანიელ ვან ბუიტენის გამოჯანრთელებაა. ბელგიელმა მცველმა ტრავმა მოიშუშა და ფიზ. მომზადების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშა კიდეც. გერმანული პრესის მტკიცებით ვან ბუიტენი თამაშს დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს, იქამდე კი რეციდივების თავიდან აცილების მიზნით მის ტრავმაზე დაკვირვება მოხდება.
|
|
 |
"ბაიერნი" ტულალანით დაინტერესდა
Thursday, 02.25.2010, 12:11am
"ლიონის" ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი შესაძლოა "ბაიერნში" აღმოჩნდეს, France Football–ზე დაყრდნობით ამის შესახებ Goal.com იტყობინება. საქმე იმაშია, რომ მიუნხენელების მთავარი მწვრთნელი ლუი ვანგაალი ანატოლი ტიმოშჩუკის თამაშით უკმაყოფილოა, ხოლო მარკ ვან ბომელს კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად "რეკორდმაისტერის" ბოსები "ლიონის" და საფრანგეთის ნაკრების მცველით დაინტერესდნენ. "ოლიმპიკი" ტულალანს 20 მილიონად აფასებს და ამ თანხაზე ნაკლებად მის გაშვებას არ აპირებს. თავის მხრივ, "ბაიერნს" მის გადასაბირებლად "ინტერისა" და "მილანის" კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
|
|
 |
Page 1/27: [1] 2 3 4 5 6 7 ... || »
|
|
|
|
|
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
| 7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
| 14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
| 21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
| 28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
|
| |
|
 |
|
 |
|
| ::| Hot News |
|
 |
|
|
|