უკვე მესამე თამაშია ზედიზედ ანახებენ ბაიერნის თამაშს, პირველში მათ კიოლნს მოუგეს სახლში 2-0 ეხლახანს კიდე ვერდერს მოუგეს იგივე ანგარიშით ოღონდ გასვლაზე, და ვნახოთ დღეს რას იზამს ვოლფსბურგთან. ორივე თამაშს თავიდან ბოლომდე შევხედე, და ბაიერნმა ძალიან ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, აშკარად ბრუნო ლაბადიამ სერიოზული მუშაობა ჩაატარა გუნდში. თუმცა ბაიერნისგან თუ უნდა ველოდოთ ცუდ თამაშს, უფრო მეორე ნახევარში, რადგან გუნდს რეზერვი არც თუ ისე დიდი აქვს, და ეს ალბათ მაინც გამოჩნდება მეორე ნახევარში (იმედია არ გამოჩნდება). თუ კონკრეტულად ფეხბურთელებზე ვილაპარაკებთ, დაცვის ცენტრში დაიმკვიდრეს ადგილები ფრიდრიხმა და ენრიკემ, ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ბოლო თამაშებში. ფლანგებზე კასტრო და კადლეცი თამაშობდნენ კიოლთან და ვერდერთან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ მალე გუნდის კაპიტანი შნაიდერი დაბრუნდება, და შესაძლოა მან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს, თუმცა ჯერ-ჯერობით სწორედ ასეთი განლაგებაა დაცვაში. (საკმაოდ კურიოზული ჩანს ის ფაქტი რომ, კასტრო და კადლეცი რომლებიც ეხლა დაცვის ფლანგზებზე თამაშობენ, სულ რამდენიმე თამაშით ადრე დაცვის ცენტრს მქნიდნენ, ხოლო ენრიკე და ფრიდრიხი ფლანგებზე იყვნენ გამწესებულები) ნახევარდაცვაში თავისი ბურჯი ჰყავს ლევერკუზენულ გუნდს, ეს არის სიმონ როლფესი, უდაოდ ნამდვილი ლიდერი გუნდის, მას შესაძლოა გუნდის დირიჟორიც კი ვუწოდოთ. იგი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს და უფრო დაცვაზეა ორიენტირებული თუმცა მისი ბრწყინვალე მოედნის ხედვის და კარგი პასის გამო ის შეტევების დამწყებიც ხდება, მისთან დაწყვილებული არტურო ვიდალი, რომელიც უფრო შტევაზეა ორინტირებული, ფლანგებზე ამ სეზონში უმეტეს წილად რენატო აუგუსტო და ბარნეტა თამაშობენ (მარჯვნივ და მარცხნივ თანმიმდევრულად) თუმცა ბარნეტას ბოლო თამაშებში ტრავმა ჰქონდა და მის მაგივრად მარცხენა ფლანგზე შვეგლერი თამაშობდა, თუმცა ის რომ ბარნეტა ვერდერთან მატჩში შეცვლაზე გამოვიდა, გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს რომ იგი ვოლფსბურგთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, ხოლო შეტევაში თამაშობენ კისლინგი და ჰელმესი. შტეფან კისლინგი უფრო უკნიდან თამაშობს, ცდილობს ყველა ორთაბრჯოლა მოიგოს, რაც ხშირად გამოსდიც კიდეც, ხოლო ჰელმესი მეტოქის კარებთან უფრო ახლოს თამაშობს, და არ ასვენებს მოწინააღმდეგის მცველებს, თავისი ძალიან კარგი სისწრაფითა და დარტყმით. ყველაზე დამხმარე ძალას სათადარიგო სკამიდან გეკასი, საშა დუმი, და შვეგლერი წარმოადგენენ (როცა იგი არ არის ძირითადში) ასევე რეზერვში ბაიერნს ჰყავს ძალიან გამოცდილი მცველი გრეშკო, ასევე სინკიევიჩი, და სხვა ფეხბურთელები. რა თქმა უნდა რეზერვი არ არის ისეთი ძლიერი როგორიც შალკეს, ბავარიას ან თუნდაც ჰამბურგს ჰყავს, თუმცა ფეხბურთელები რომლებსაც შეუძლიან თამაშის გამწვავება ნამდვილად მოიძებნებიან. (ან იმ ფეხბურთელების სათანადოდ შეცვლა, რომლებიც ამა თუ იმ მიზაზის გამო ვერ თამაშობენ) ერთი სიტყვით ბრუნო ლაბადიამ საკმაოდ ძლიერი კოლექტივი შექმნა, ალბათ ეს არის ერთადერთი შეფასები დღევანდელი გადმოსახედიდან. ალბათ დიდი სიამოვნებით შევხედავთ მეც და თქვენც თუ რა იქნება შემდეგში.