მართლაც ძალიან მეგობრული გუნდი ყოფილა "ჰოფენჰაიმი".აბა სხვა რა უნდა იფიქრო,როცა ფეხბურთელების უმეტესობამ გადაწყვიტა,ახალ წელს ერთად შეხვდნენ.დროს ტარების ადგილად კი "ნიუ იორკი" შეარჩიეს.სელიმ ტებერი,მარვინ კომპერი,ტობიას ვაისი,ჯემბა ბა,რამაზან ოსქანი,კრისტოფ იანკერი,პერ ნილსონი და რალფ რანგინიკის თანაშემწე,ტომისლავ მარიჩი უკვე ჩაფრინდნენ ამ ლამაზ ქალაქში.მათ მალე გუნდის სული და გული,საუკეთესო ბომბარდირი,ვედად იბიშევიჩი შეუერთდება.
ფეხბურთელების გადაწყვეტილებით "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი აღფრთოვანებული დარჩა:ჩემი შეგირდებით ვამაყობ.არდადაგები სულ ორი კვირა გრძელდება და ამ პერიოდის გატარებაც ერთად გადაწყვიტეს.ეს იმის დასტურია,რომ ჩვენს გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.