ვედად იბიშევიჩი(19)
ამხანაგური შეხვედრა გერმანული ფეხბურთის ამ ორ ლიდერს შორის,ოთხშაბათს ესპანეთში,კონტკრეტულად კი,ლა მანგაში ჩატარდა,სადაც ბუნდესლიდერები ორი ბურთის სხვაობით,ანგარიშით 0-2 დამარცხდნენ.
რაც შეეხება,ვედად იბიშევიჩს,სავარაუდოდ ტრავმის დადასტურების შემდეგ,მას მთელი სეზონი გაუცდება,რაც ძალიან ცუდია,მაგრამ ფეხბურთი ესეთი სპორტია-ყოველი ფეხის გადადგმაზე შეიძლება სერიოზულად დაშავდე,ამიტომაც იღბალი აუცილებელია.
იღბალს რაც შეეხება,ბოსნიელს ის ნამდვილად არ აკლია-გერმანიის ჩემპიონატში 17 მატჩში,ერთით მეტი,18 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესბომბარდირთა სიაში,მეორე ადგილზე მყოფ,ლევერკუზენის ფორვარდს,პატრიკ ჰელმესს,მთელი ხუთი ბურთით უსწრებს.
"ჩვენთვის ვედადის ტრავმა ძალიან ცუდი სიახლე იყო.ის გუნდის ერთპიროვნული ლიდერია და თუ ტრავმა დადასტურდა,ჰოფენჰაიმს ძალიან დააკლდება და ბაიერნის წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო გართულდება"-წერია გუნდის ოფიციალურ საიტზე.
იბიშევიჩი,რომელსაც ასევე პსჟსა და დიჟონში თამაშობდა,გერმანიაში დღეს დაბრუნდება.
შეგასენებთ,რომ გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე 30 აინვარს განახლდება.