ლევერკუზენი გეკასს იბრუნებს
პარასკევი, 06.19.2009, 06:01pm (GMT+4)
საბერძნეთის ნაკრების გამოცდილი მეგოლის დაბრუნება “ლევერკუზენმა” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რომ გუნდის ჭაბუკმა მთავარმეგოლე პატრიკ ჰელმესმა გასულ კვირაში მეგობრებთან ბურთაობისას მუხლის ჯვარედინი მყესი დაიზიანა და თამაშს, სულ მცირე, ნახევარი წლით გამოეთიშა. “ლევერკუზენმა” ახლახანს “ბაზელისგან” 21 წლის შვეიცარიელი ფორვარდი ერენ დერდიოკი შეიძინა და 25 წლის შტეფან კისლინგთან ერთად ძირითად მოიერიშე ტანდემსაც, სავარაუდოდ, სწორედ იგი შექმნის. გეკასს კი, აქედან გამომდინარე, უფრო სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ “პორტსმუთში”, სადაც მან განვლილი სეზონის მეორე წრე გაატარა, მას თამაშის საშუალება მხოლოდ 1 წუთით (!) მიეცა, “ლევერკუზენში” დაბრუნება მისთვის მისწრება უნდა ყოფილიყო.
თორნიკე ცირამუა
|