რამდენიმე წუთის წინ ”შალკემ” საკუთარ მოედანზე ”აინტრახტს” 2:0 მოუგო. ლევან ყენია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და გუნდის ყველა სტანდარტულსაც ის ასრულებდა, 58-ე წუთზე ის ასამოამ შეცვალა, რომელმაც სულ მალე დააწინაურა კიდეც გელზენკირხენელები. წერტილი მატჩს 92-ე წუთზე ფარფანმა დაუსვა. ლევან კობიაშვილს სამწუხაროდ ისევ არ უთამაშია. გთავაზობთ ამ მატჩში გატანილ გოლებს