ჰოლანდიელმა დიკ ადვოკაატმა გუშინ პირველი ვარჯიში ჩაატარა , ,,ალკმაარის ,,მთავარი მწვრთნელის რანგში.გამოცდილი ფეხბურთის სპეციალისტი, რომელიც ასევე ბელგიის ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობს ,ჰოლანდიის მოქმედ ჩემპიონს მინიმუმ სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.
ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტია, რომ შოთა არველაძე ისევ რჩება ,,ალკმაარის,, მეორე მწვრთნელად და უდავოა ,რომ ისეთ გამოცდილ მწვრთნელთან მუშაობით, როგორიც ადვოკაატია ,ქართველი მწვრთნელი დიდ გამოცდილებას მიიღებს ,რომელსაც იმედია შემდგომში სამშობლოში გამოიყენებს.
შეგახსენებთ ,რომ შოთას ისეთ მაღალი კლასის მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიცაა: რონალდ კუმანი და ლუი ვან გაალი.