მასპინძელთა სრული სვლა ჰოლანდიაში
Sunday, 02.07.2010, 09:00am (GMT+4)
ჰოლანდიის ერედივიზიონში 21–ე ტურის ოთხ მატჩში მასპინძელთა სრული ტრიუმფი დაფიქსირდა. პსვ ეინდხოვენმა საკუთარ მოედანზე დენ ჰააგი მიიღო და 2:0 დაამარცხა სტუმართა გუნდი. ჰერენვენმა იმავე ანგარიშით უტრეხტს სძლია. როდამ მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა სპარტა. ხოლო ჰერაკლესმა გრონინგემს 4:3 მოუგო. დღეს დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ორი ცენტრალური მატჩია, ფეინოორდი – ალ კმაარი და ამსტერდამის აიაქსი – ტვენტე.
თორნიკე ცირამუა
|